ორივე გამოცდაზე რუსთავში გავედი, ჯერ თეორია ჩავაბარე და შემდეგ ეგრევე პრაქტიკა.
პრაქტიკაზე გამომცდელს ვკითხე თუ შეიძლება მარშრუტი უფრო ახლოდან რომ დავათვალიერო მეთქი და მაგის უფლებაც მომცა.
სანამ მოტოზე დაჯდები, თავიდან თვითონ გამომცდელი ზუსტად იგივე გზას გაივლის რომ ყველაფერი თვალნათლივ გაჩვენოს.
თან მოტოსაც გიხსნის - სად აქვს სცეპლენია, ხელის მუხრუჭი, ფეხის მუხრუჭი, როგორ ხდება სიჩქარეების გადართვა.
ოღონდ დაძვრის შემდეგ დავიბენი ცოტა, ვიჩქარე, თავიდანვე კარგად არ დავაკვირდი და ფეხის დასადგამის ნაცვლად შემთხვევით უკანა მუხრუჭს დამეჭირა ოდნავ ფეხი.
მაგრამ მალევე გამოვასწორე
დიდი მადლობა!
მოკლედ მე ასეთი რამე შემემთხვა - სათვალეებს ვატარებ და თურმე ფსიქო თავიდანვე უნდა მიმეტანა.
ამის შესახებ არ ვიცოდი. ჩავედი რუსთავში, გადავიხადე თანხა, მაგრამ სათვალეებში რომ დამინახეს ეგრევე ფსიქო მოიტანეო, შესაბამისად გამოცდაზეც არ დამიშვეს.
გაბრაზებული ჩამოვედი თბილისში, გავაკეთე ფსიქო და დღეს წარვადგინე ყველაფერი.
ახედა-დახედა ოპერატორმა გოგონამ საბუთებს და ახლა ასეთ რამეს მეუბნება: შენ ხომ A კატეგორია გინდა, ამიტომ ფსიქოშიც უნდა იყოს A კატეგორია მითითებულიო.
თურმე ექიმს გამორჩა და ჩამიწერა რომ სათვალეებით მხოლოდ მანქანის მართვა შემიძლია.
ეგრევე რუსთავში ჩავედი ერთ-ერთ პოლიკლინიკაში, იქ კიდევ მალოდინეს, მარბენინეს აქეთ-იქით და ერთი საათნახევრის შემდეგ მომცეს როგორც იქნა.
დროში ვიყავი ძალიან შეზღუდული, ამიტომ ბევრი ვინერვიულე, ძალიან გავბრაზდი პირველ ექიმზე.
ახლაც რაღაცნაირად დაძაბული ვარ, არ მჯერა რომ ჩავაბარე
რუსთავში პირველად ჩასული თავიდანვე არ გამაფრთხილეს რომ ფსიქოში აუცილებლად უნდა ჩამეწერა A კატეგორია, შესაბამისად დღეს დამოკიდებულებაც ასეთი იყო - გითანაგრძნობთ, მაგრამ კანონი გვავალდებულებს და მე არაფერ შუაში ვარ.
მაგარი უმწეობის და უსამართლობის გრძნობამ შემიპყრო

მაგრამ მთავარია რომ მაინც ჩავაბარე