1. „A” კატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლებას:
ა) პირი მოიპოვებს მართვის უფლების მისაღები I კატეგორიის თეორიული და პრაქტიკული გამოცდის წარმატებით ჩაბარებისა და უფლებამოსილი ორგანოს მიერ “A” კატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მინიჭების დამადასტურებელი მართვის მოწობის გაცემის საფუძველზე;
ბ) „B“ ან „ტრამვაის“ კატეგორიის ან/და “A1” ან „B1“, ქვეკატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მქონე პირი მოიპოვებს მართვის უფლების მისაღები პრაქტიკული გამოცდის წარმატებით ჩაბარებისა და უფლებამოსილი ორგანოს მიერ “A” კატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მინიჭების დამადასტურებელი მართვის მოწობის გაცემის საფუძველზე.
2. „A” კატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება პირს შეიძლება მიენიჭოს:
ა) 21 წლიდან, თუ ამ კატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მიღების მოთხოვნამდე არანაკლებ 2 წლით ადრე პირს მინიჭებული აქვს „A1“ ქვეკატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება;
ბ) 24 წლიდან, თუ არ არსებობს ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული გარემოება .
3. „A“ კატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მქონე პირს აგრეთვე უფლება აქვს მართოს „A1“ ქვეკატეგორიის სატრანსპორტო საშუალება.
აი 21 წლიდანაც შეიძLება თუ 17-18-19 წლისამ აიღე A1 და 2 წელი გაქვს გამოცდილება მშინ უკვე 21 წლის ასაკში მოგცემენ A კატეგორიას
98% loading . . .