ზამთარში და სიცივეში მოტოთი სეირნობა მთლად სასიამოვნო პროცესი ვერაა, თან საშიშიცაა, ხოდა გარაჟში დგომის ნაცვლად პატარა "ქასთომაიზინგი" გადავწყვიტე ჩემი მოტოსი... მინდა გაგიზიაროთ
მოკლედ, მყავდა სრულიად ქარხნული Honda Fury, აგერ ფოტკაც

ამოვიჩემე ჩემ ჭკუაზე გაკეთება და შეღებვა... პირველ რიგში დაიშალა

რამა გატარდა პესკასტრუიზე, დანარჩენი შინდისფერი დეტალები დაიშკურკა და მომზადდა შესაღებად..

რამა ნაპილენიაზე წავიდა, დანარჩენი ჩვეულებრივად
ბაკის და კრილოების გარდა ყველაფერი შეიღება შავად და დაიწყო აწყობის პროცესი. ასევე უკან დადგა დიდი საბურავი

დიდი მადლობა გოჩას იამაჰიდან, ძალიან ხარიხსიანად შეასრულა თავისი საქმე და საკმაოდ დიდი შრომაც ჩადო მოტოში...
შემდგომში დადგა ბაკის და კრილოს შეღებვის დროც, თუმცა იდეა იყო არასტანდარტულად შეღებვა, შესაბამისად დავიწყეთ არასტანდარტული ადამიანის ძებნაც, ვინც ამ საქმეს თავს გაართმევდა და გამოწვევას არ შეუშინდებოდა.... ვიპოვეთკიდეც ომარი ქელბაქიანი. მანაც არ დაიზარა და საქმესაც შეუდგა.... სტანდარტული ბაკი-კრილოებისგან შექმნა ჯერ იდეა და შემდეგ უკვე მზა ნამუშევარიც.. რათქმაუნდა დიდი ქების და მადლობების ღირსია, თავი არ დაუზოგია!!



ბოლოს საქმე მიდგა საბოლოო აწყობამდე... აქ უკვე დავაყენეთ sissy-bar, ნომერი გადმოვიტანეთ გვერდზე, რომ უკან საბურავი კარგად გამოჩენილიყო, შევცვალეთ "პავაროტნიკები", დავაყენეთ ახალი რუჩკები და გრიპსები... მოკლედ, ვიზუალურად აეწყო იმ სტილში, რაც მე მინდოდა, რისთვისაც უკვე დიდი მადლობა ბექას CMG-ში, სული და გული ჩადო თავის საქმეში მანაც!! და ბოლოს მივიღეთ ეს შედეგიც


აგია ცხოვრება სიმონ???...