განბაჟებაზე რა მოგახსენოთ და ბაიკის ჩამოსვლაზე გეტყვით ერთი-ორ სიტყვას
კარაგად გაარკვიეთ თუ რომელ რიცხვში და რომელ საათზეა თქვენი კონტეინერის გახსნა გეგმით გაწერილი.
ეს გაარკვიეთ ტერმინალთან და არა გადამზიდავ კომპანიასთან. კონტეინერის ნომრის მიხედვით შეგიძლიათ იკითხოთ.
077 ზე რომ დარეკოთ გეტყვიან ფოთის ტერმინალის ნომერს.
გადამზიდავი კომპანია ჩამოდებს ფოთში კონტეინერს და მერე შეიძლება რამოდენიმე დღე იდოს იქ სანამ ჩამოცლის რიგი არ მოუწევს.
ჩვენ გადამზიდავმა დაგვიბარა დილის 12 საათზე
რომ მივედით აღმოჩნდა რომ რიგით ღამის 11 საათზე უწევდა
ცოტა გაგვიმართლა, კეთილი მებაჟე შეგვხვდა და 11 ზე ადრე გაიხსნა თორე რა მოიცდიდა 11 ამდე.
ტერმინალზე იხდი 180 ლარს და მაგ ფასში შედის ტრანზიტული ნომრები.
გაძლევენ 3 ცალ ქვითარს და ერთ რაღაც საბუთს.
ერთ ქვითარს უტოვებ პარკინგზე
მეორეს რომ გამოგყავს პარკინგიდან.
მესამე თუ არ ვცდები განბაჟებისას გჭირდება.
ჯერ არ განმიბაჟებია მე.
მოკლედ 240 ლარამდე გამეხარჯა სულ: ჩასვლა, გამოყვანა, ბენზინი, ჭამა და ა.შ.
ხოო... ჟამას რაც შეეხება... არ შემიძლია ლარსის არ დავეთანხმო.
ტერმინალზე მართლაც, რომ საკაიფო კაფეა, გაწევითაც არ გწეწენ.
განბაჟებამდე 45 დღე მაქვს და ჯერ არ ვჩქარობ მაინცამაინც
This post has been edited by shuka on 3 May 2011, 02:44
Умирать не страшно - страшно не жить.