gexvewebiსპიდ ლიმიტერიანი ვერსიაა ჩემი. პასპორტით - 85კმ/ჰ-ზე მეტით არ უნდა იაროს.
კაიხანი დადიოდა 100ით, მერე ერთხელ დამივარდა გაჩერებულზე და "გასწორდა".
ახლა 85ით დადის. [ამის მოხსნას ვგეგმავ როცა სრულად გავმართავ ყველა სავალი ნაწილის პრობლემას]
ორ ტაქტიანია. 15 ცხენის ძალა. ოფროადებზე ბევრი არ მივლია, (წინა ამორტიზატორიდან ჟონავს და სალნიკებს ველოდებოდი. რომ ჩამომივიდა, ახლა ვარემონტებ.) რა აღმართიც ვნახე ლისის უკან, ყველგან უპრობლემოდ ამიყვანა. საკმაოდ ძლიერია. მერე ერთხელ გლდანში დავიკარგე (

) და რომელიღაც სოფელში ამოვყავი ტავი. დავინახე თბილისი და პირდაპირი გზით დავაწექი ოფროადებზე. იქაც არ გასჭირვებია.
ძრავი წყლის გაგრილებაზეა.
წვა ოდესღაც დავუთვალე და - 3.5 ლიტრი ქალაქში, შუქნიშნებზე აღებებით და საკმაოდ არაეკონომიური სიარულით. სჭირდება 92 ან მეტი ოქტანობის ბენზინი. ბაკის სრული მოცულობა 11 ლიტრი, აქედან 2.8 რეზერვი.
ელექტრო სტარტები და კიკ-სტარტერის ჯოხის შესაყოფი ძრავთან. რადგან 2 ტაქტიანია - ბენზინში ზეთის შერევა სჭირდება. ამისთვის ცალკე ზეთის ბაკი აქვს და თვითონ ურევს. (ზედმეტი წვალება აღარ მიწევს)
ფარები ნახე ალბათ სურათზე. ერთი ახლო განათებისას, მეორე - შორი. ერთდროულად არ ინთება ორივე და არ მომწონს ეგ. თუ დავიტოვე ეს ბაიკი - რამე კარგ ფარებს დავუყენებ.
თუმცა ბნელი ოფროადის გამოცდილებაც მაქვს :დ ახლო განათებით საშინელებაა, შორი განათებით ყველა ორმო და ყველა არასწორად დაგდებული ტოტი ჩანს.
თვითონ ბაიკი სადღაც 110კილოა. აქვს ორი კაცის ადგილი. (სპეციალურად გამოყოფილი და არა ისე, აი ძროხის სურათი რო დაიდო გვერძე თემაში

)
საკმაოდ კომფორტულია ჩემთვისაც და მგზავრისთვისაც უსწორმასწორო გზა.
მგზავრის ყოლა აჩქარებაში საკმაოდ იგრძნობა. ნუ ნორმალური ტარებისას არა. ყველაფერი პლავნად და დალაგებულად ხდება, მაგრამ მე უმეტესწილად შუქნიშნიდან მაქსიმალურად სწრაფად ვიღებ და ვცდილობ მოვცილდე მანქანებს. აი ამას ვეღარ ვაკეთებ ხოლმე მგზავრით ისე ოპერატიულად. პირველ სიჩქარე - 20კმ/ჰ-ის ფარგლებშია, სამაგიეროდ ძალა აქვს დიდი. ამ დროს მგზავრი ცოტა შეშინდება თუ გაზი მიეცი. თუნდაც რაიმე ფოკუსებს არ ცდილობდე. ამიტომ მე ვინც მიჯდება, სკამის handlebar-ების ნაცვლად ჩემ წელზე ვახვევინებ ხელს ქალაქში სიარულისას (მუდამ აჩქარება მონელება რომ მიწევს.)
ხო კიდე მაგ handlebar-ების ნაცვლად შესაძლებელია რკინის საბარგულის სამაგრის დაყენება, რასაც ვაპირებ

ახლა არ მახსენდება მეტი, any more questions?

პ.ს.
კლასი Touring Enduro.
ამ მოტომ მემგონი გადამიწყვიტა რომ შემდეგი მოტო სრული enduro უნდა იყოს.
This post has been edited by Caqtus on 25 Oct 2012, 02:37