მართალი ხარ! 20-30კმ/სთ_იანი შენელება ტვინს მაგრად ატყუებს
სიტყვაზე 110 ით მიდიხარ, აუშვი გაზს, ცოტა ხანში სიჩქარე ვარდება 80 მდე და გგონია რომ ბევრად ნელა მიდიხარ.
ჩემი აზრით მთავარი მაინც გონიერების ფარგლებში მყოფი სატორმუზე მანძილის დაჭერაა ანუ შენი ბაიკის სატორმუზე მანძილს ცოდნა ამა თუ იმ სიჩქარეზე.
ამას მხოლოდ ბევრი პრაქტიკა გასწავლის.
ასევე მინდა ავღნიშნო, რომ სატორმუზე მანძილს ძალიან ზრდის უკან მჯდომი მგზავრი.
,,დაჟე'' მგზავრის წონებშიც ვატყობ მნიშვნელოვან სხვაობას ანუ სულ რაღაც 20-30კგ_ით მძიმე მგზავრით სულსხვანაირია ტორმუზი.
არაფერს ვამბობ მანევრზე. მგზავრით (თუ კარგად არ მოგყვება) მოსახვევში შედიხარ, როგორც გრძელკაპოტიანი ამერიკული ,,მასქლ ქარ"_ები. უმრავლეს მგზავრს ეშინია დაწვენის და ყვირიან და ერთ ამბებში არიან

ამიტომ არაა რეკომენდებული დასაწყისში მგზავრით სიარული.
Умирать не страшно - страшно не жить.