ვალე არ ვარ მაგრამ რაც ვიცი შემოგთავაზებთ
(0. არასოდეს დაჯდე სხვის ბაიკზე ( არააქვს მნიშვნელობა ვისია ბიძის, მამიდის, ძმის, ბებიის თუ ნეჯიმ ადდინ ილ ღაზის

) მითუმეტეს თუ ეს ბაიკი 400ცც ს ზევითაა . ეს ისე

)
სპორტბაიკებისთვის
1. მოსახვევში შესვლამდე წინა ამორტიზატორს ვაგდებთ დაბლა ( წინა ტორმუზის გამოყენებით) თუ შენელება გვჭირდება სიჩქარეს ვცვლით აუცილებლად მოსახვევში შესვლამდე, მოხვევისაც სიჩქარის დაბლა შეცვლას ნუ მიეტანებით --- ეს იმათთვის ვინც Advanced დამწყებია და მეტი სურს
2. მოერიდეთ ხრეშიან გზებს მოსახვევში თუ ყრია შეანელეთ და ისე გაიარეთ, უკანა ტორმუზს არ ვხმარობთ ( სველზეც იგივეს ვშვებით)
3. ყვითელზე არასოდეს გაიაროთ, და შუქნიშანზე შეეცადეთ შეუნელებლად არ გახვიდეთ. ( 1 თვის წინ ეგრე მწვანეზე შეუნელებლად გავიარე და მერსედესი გავიტანე :დ საბედნიეროდ დაწვენა მოვასწარი და მარტო წინა დისკი გაირუნა, სხვა სერიოზული არაფერი. ნუ მე გავტყავდი + ტვინის შერყევა) ასე რომ არ გინდათ საქართელოა და მოერიდეთ
4. შეეცადეთ სპორტბაიკით ქალაქში დიდხანს არ იაროთ, ქალაქისთვის არაა გათვლილი და გაგრილებას წესიერად ვერ ახერხებს
5. მანქანას ნუ გაჰყვებით ზუსტად უკან ( ტრაკზე ) ცოტა გვერდით იარეთ თორე რო წაატორმუზოს 50-100 მეტრი ფრენა მოგიწევთ : )
6. ცეფი დაზეთეთ. არსებობს სპეციალური დასაშხურებელი ხსნარი. არის იბეიზე და იყიდეთ. თუ არ გაქვთ "სოვეცკი ლიტოლიც" გამოდგება

7. მოერიდეთ უკანა მგზავრის ყოლას. მითუმეტეს თუ ქუჩაში უცხოები გთხოვენ შემომისვი გამაკატავეო
8. შუქნიშანზე გაჩერებისას იყურეთ სარკეში თორე ზოგი თვალში ვერ იხედება ან კიდე მოითხოვს რომ ყველა მოტომ ტროტუარზე იაროს

და არაფრად გაგდებს
9. ჩიხებთან ნელა გაიარეთ გამოვარდნა იციან მანქანებმა და ფრთხილად ახლოდან ვერ მოასწრებთ აშორებას
10. ბოლოს ჩაფხუტი, ჩაფხუტი, ჩაფხუტი. არ გამოხვიდეთ დაუცველი. პატარა რამე, თავს უეჭველი ურტყამ და ჩათვალეთ რო მინიმუმ კომა.... სასურველია მუხლის და იდაყვის დამცავებიც გეკეთოთ.
11. და უმთავრესი რაც დრომ დამანახა

თუ ხედავთ ქალ მძღოლს ვაჩერებტ ბაიკს და როცა დავრწმუნდებით რო ქალი მინიმუმ 1.5 კმ თი მოგვშორდა ვაგრძელებთ გზას

არ დაუდგეთ სასწრაფოს,სახანძროს, ოპერატიულ სამსახურებს და ა.შ

ვოტ !