მოკლედ აქ დიდი ამბავი ყოფილა ატეხილი და მე საერთოდ არ ვიცოდი.

mymoto-ს ფორუმზე უკვე დავწერე მოტოს და მანქანას შორის დრაგის შესახებ ყველაფერ და აქაც იგივეს ვიტყვი. უშუალოდ შეჯიბრზე მანქანა არცერთ შემთხვევაში არ გამოვა. და ძალიან გთხოვთ არ გვინდა ეს უკან დახევაზე და შიშებზე საუბარი

უბრალოდ მაგ შეჯიბრს თავის ფორმატი აქვს და ოთხ ბორბლიანი ტრანსპორტი მაგ ფორმატში არ ჯდება. თანაც ის ადგილი სადაც შეჯიბრი ტარდება არანაერად არ შეესაბამება მაგ ექპერიმენტს. ასე რომ თუ ვინმეს რამე აინტერესებს და უბრალოდ ინტერესის გამო გინდათ დადგომა, იქვე შეიძლება გამარჯვებულთან შეთანხმება და მერე დადექით ისევ იმ ადგილზე სადაც ერთხელ უკვე გაასწრო მოტომ მაგ მანქანას

საერთოდ ჩემ აზრსაც გეტყვით ამ თემაზე: მე დიდ პატივს ვცემ აღნიშნულ ევოს და რათქმაუნდა მის მძღოლსაც. იმმიტო რო იმ დღეს ჩემი თვალით ვნახე როგორც იარა და ეს ნამდვილად დასაფასებელია. მაგრამ, მანქანამ რო 1000-იან მოტოს გაასწროს დღესდღეობით მე მაგაში ვერანაერ სასწაულს ვერ ვხედავ. იმიტომ, რომ არის ათასი საშუალება რითიც შეგვიძლია მანქანის მონაცემები გავაათმაგოთ. ხოდა კაპოტის ქვეშ 500 ცხენზე მეტს რო დაამწყვდევ და მერე მაგ მანქანით 1000-იან "სტოკ" ბაიკს გაასწრებ ჩემი აზრით მაგაში გასაკვირი არაფერია. უფრო მეტიც მე ვთვლი, რომ ეგეთი მანქანა გაცილებით უფრო იოლად უნდა ასწრებდეს ქარხნულ მორტოციკლეტს.