ყველა შლემი რაღაც პერიოდის შემდეგ უნდა გამოიცვალოს.
ჩაფხუტს თავისი გამოყენების ვადა აქვს.
ყველა მოდელს სხვადასხვა პერიოდი (ზოგს დილერისგან აქვს მითითებული), მაქსიმუმი სამი-ხუთი წელი.
საერთოდ არანაირი ტრამვა ან ნაკაწრი რომ არ ქონდეს ან სულაც კარადაში რომ გედოს, ის დაპრესილი პენოპლასტი დროთა განმავლობაში ხდება მყიფე, იკუმშება და ხდება ადვილად მტვრევადი.
ძალიან აფუჭებს სითბო და მზე.
შეიძლება ვიდზე არაფერი არ ჭირდეს მაგრამ შიგნიდან ფუყე იყოს და ერთ პატარა მირტყმაზეც დაიშალოს.
გარეთა საფარიც შეიძლება დაიბზაროს საღებავის ქვეშ ისე, რომ გარედან არაფერი ეტყობოდეს.
ერთ, მაქსიმუმ ორ წელიწადში წებო, რომელიც ამ პოლიეთილენს გარე საფართან ამაგრებს იწყებს მტვრევას.
და კიდევ ათასი დეტალი.
რაც შეეხება მეორადის ყიდვას ეგ საერთოდ არ განიხილება!
იმ ამატორებს ეხებათ სხვებზე ჭკვიანები რომ გონიათ თავები, ებაიზე კაი კაი ლიაამაზ ჩაფხუტს 50 დოლარად რომ ყიდულობენ და უხარიათ.
ვერასდროს ვერ გაიგებ რა ისტორია აქვს სინამდვილეში კასკას, რა გამოიარა.
ვინც ყიდის ის ფული შოვნაზე ჩალიჩობს და ნაკლებად ანაღვლებს რა ბედი ეწევა მყიდველს.
კი შეიძლება არ გატყუებდეს და მართლა არ იყოს სერიოზულად დაცემული, მაგრამ შეიძლება სადმე პროსტა დაუვარდა და არ მიუქცევია ყურადღება.
ან უბრალოდ გათბობასთან ედო ხოლმე, ვსო ის წებო ჩათვალე აღარ აქვს.
საკუთარ თავს ესეთ ძვირადღირებულ სიამოვნებას ანიჭებ, ყიდულობ ათასებიან მოტოს, ნაწილებს, ტანსაცმელს, აღჭურვილობას და ამ დროს საკუთარ გოგრას ესე იაფად აფასებ, რომ დრუშლაკით დადიხარ? სასაცილოა სატირალი რომ არ იყოს.
რა ჯანდაბად გინდა მერე ის ბლუთუზი თავი თუ არ შეგრჩა მხრებზე....
მაგრამ სამწუხაროდ სანამ ჩვენ არ დაგვემართება რამე საშინელება, სხვის შეცდომებზე ვერ ვსწავლობთ.
თორე ისე შლემი კი არა ქვა იხალეთ თავში თუ გინდათ