ცუდი სეზონია ნამდვილად. ბევრი დაიმტვრა და ბევრიც დაიღუპა
ღმერთმა ნათელში ამყოფოს მათი სულები.
მეც ავილეწე 3-4 დღის წინ
ჯიპი მომყვებოდა უკან, გზა დავუთმე და გავუშვი. გადასწრება დაიწყო და ერთ-ორჯერ მომცხო გვერდიდან, წამაქცია და მოტყდა.
ცოტა ვიხოხეთ მე და ბაიკმა.
მერე 1-2 კრუგი გავაკეთე თავზე. გონება არ დამიკარგავს. მალევე წამოვხტი და სერია დავიმახსოვრე.
მე საკაიფო გახეხილი ვარ.
მაგრად მივქარე, დამცავებიანი კურტკა რომ არ ჩავიცვი, იმ მიზეზით, რომ შორტებთან არ წავიდოდა.
რომ მცმოდა არაფერი არ მომივიდოდა
გავიხეხე ზურგზე, მხრებზე, იდაყვებზე. ცოტა მივიჟეჟ-მოვიჟეჟე
სუსტი გულის პატრონები მოერიდეთ მაინც
http://a.pix.ge:81/f/1sc3f.jpgკიდევ მაქვს 4-5 ცალი ეგეთი ოღონდ შედარებით მსუბუქ ფორმებში.
ბაიკს წინა ტორმუზის და ცეპლენიის რუჩკები დაემტვრა.
ეხლა საჯარიმოზეა გადაყვანილი.
დუგამ გადამარჩინა, დუგაზე გახოხდა ბაიკი.
მივხვდი რომ დუგა ძალიან ძალიან ძალიან საჭირო რამეა. ასევე სამუხლეც საჭიროა.
კიდევ კარგი სწრაფად არ მივდიოდი თორე შეიძლება ამ პოსტს არ ვწერდე აქ.
ხო და რაც ყველაზე მთავარია იმ დედა#####ულ ჯიპის მძღოლს მიაგნეს, მანქანა საჯარიმოზე გადაიყვანეს, თუ არ ვცდები სისხლის სამართალი ეხება და მაგარ შარშია. ეგეთი უნდა გასროკო რომ ჭკუა ისწავლოს.
ავარია ყველას შეიძლება მოუვიდეს, მაგრამ არაკაცულად არ უნდა მოიქცე. იქნებ ისეთი დაზიანება მივიღე რომ სიცოცხლის გადასარჩენად წუთები და წამებია გადამწყეტი.
მოკლედ ხვალ უნდა მივიდე გამომძიებელთან.
This post has been edited by shuka on 19 Jul 2011, 20:16
Умирать не страшно - страшно не жить.