ასევე ერთ-ერთი ყველაზე უმთავრესი რაც მძღოლმა უნდა იცოდეს და განსაკუთრებით მოტოს მძღოლმა, ის არის რომ მანქანას ააქვს ბრმა წერტილები და რაღაც მომენტში ორივე სარკიდან ერთდროულად კარგავს მხედველობიდან უკან მომავალ მანქანას, მითუმეტეს მოტოს


გადახვევის ან მწკრივის შეცვლის მომენტში წინ მიმავალი მანქანის მძღოლი ვალდებულია დარწმუნდეს იმაში რომ ბრმა წერტილში მოძრავი ობიექტი არ ყავს.
უკან მომავალი მძროლი გადასწრების სემთხვევაში ორჯერ უფრო ვალდებულია დარწმუნდეს იმაში რომ წინ მიმავალი მძღოლი არც გადაუხვევს და არც მწკრივს შეიცვლის. თუ ამაში სრულად დარწმუნება შეუძლებელია მაშინ უკან მომავალი მძღოლი ვალდებულია წინ მიმავალ მძღოლს დაანახოს თავი და ანიშნოს გადასწრების განზრახვა.
პირადად მე ცოტა საეჭვო მძღოლებს ან თუნდაც ნებისმიერს ოღონდ ცოტა საეჭვო სიტუაციაში ვცდილობ ისეთი კუთხით მივუდგე რომ ბრმა წერტილში არ მოვხვდე და სანამ თავისივე სარკიდან მძღოლის თვალებს არ დავინახავ და არ დავრწმუნდები რომ მხედავს მანამდე სარისკო გასწრებას არ ვაკეთებ (ძირითადად იგივე მწკრივზე, ორ მანქანას შორის ან მარჯვნიდან გასწრებისას).
თუ გაზაობ, აცკაობ და აწყვეტილი მოდიხარ შენთან შედარებით თითქმის გაჩერებულ მანქანებს შორის მაშინ "სიგნალი" მაინც იხმარე ან "დალნები" რომ რაღაცით მაინც შეუწყო ხელი სხვა მძღოლებს რომ დაგინახონ
მოკლედ ბრმა წერტილების თავიდან აცილება და სხვა მძღოლებისთვის ხელის შეწყობა იმისთვის რომ მხედველობის ზონაში მოხვდეს, მოტოციკლეტისტის უშუალო ვალდებულებაა
თქვენი მსჯელობის ლოგიკის რა არ მესმის იცი? არ ემორჩილებით სიჩქარის ლიმიტებს. აპროტესტებთ და იგნორირებას უწევთ როგორც პირადს ასევე სხვის თითქმის ყველა უსაფრთხოების ზომებს და მერე კიდე სხვასთან გაქვთ პრეტენზიები.
შეცდომა ყველას შეიძლება მოუვიდეს და მითუმეტეს გამოუცდელ მძღოლს მაგრამ შეცდომა ბევრად უფრო ნაკლები დანაშაულია ვიდრე წესების შეგნებული დარღვევა
ქუჩა არ არის ცირკვიტი. თუ რბოლები და კედლებზე შესკდომები გინდათ მიბრძანდით ბატონო ცირკვიტებზე. ქუჩაში ნუ შეუქმნით სხვას საფრთხეს და ნუ მოახდენთ იმ "შეცდომების პროვოცირებას"