აბა როგორ ხართ ხალხო?
როგორც დაწერეს ბიჭებმა.. მაგრათ გადავრჩი.. მოვდიოდი ჩემს გზაზე მწვანეზე (უკვე სახლში მოსული ფაქტიურად) და
გადმოჭრა ოპელ ასტრამ და დაკეტა მთლიანი გზა... ვინაიდან ტორმუზს აზრი არ ქონდა ისე ახლოს ვიყავი ,(სიჩქარე მაქს 50–60) იმდენი მოვახერე რომ გადმოვხტი ბაიკიდან..
(დანარჩენი მე აგარ მახსოვს როგორც მომიყვეს) გავცურდი და შევარდი მანქანის ქვეშ, ბაიკი გაცურდა შეასკდა
ბამპერში მანქანას მერე დარტყმისგან გასწორდა და ასე გაიარა 15 მეტრი და მერე წაიქცა..
თურმე მე რა ვიცოდი მაგრად "გაამართლებია" იმ ასტრაში ჩემი უბნის რწმუნებულები იჯდნენ,.. ახვრები გადმოვიდნენ და მიყურებდნენ თურმე როგორ ვეგდე მანქანის ქვეშ უგონოდ
და არაფერი არ გააკეთეს.. .. კიდევ კარგი უკან მომყვებოდა ჩვენი ფორუმელი shuka (

) ,
უცბად მოგროვდა ხალხიც და გამოვუყვანივართ მანქანის ქვეშიდან.. ეგრევე მოსულა სასწრაფოც და პატრულიც..იმ ახვრებს თურმე მანქანის აწევაც ნდომებიათ უკან რო დაემალათ რაც მოხდა..
ერთი სიტყვით ღმერთის წყალობით კარგათ გადავრჩი.. 10 დღე ვიწექი.. ტვინის შერყევა მქონდა. და მაგრად ვარ დაჟეჟილი..(დიდი მადლობა ეკიპირებას თორემ ასე მსუბუქად არ გადავრჩებოდი)
ბაიკიც არ არის მძიმედ .. მალე ეშველება...
ასე რომ ამ ### ქვეყანაში მოძრაობას როდის ისწავლიან საკითხავია... ყველა მშვიდობით გვატაროს ღმერთმა...
* * *