მოკლედ ძალიან პრაფანი ვარ მოტოციკლეტებში, ზედაც კი არ ვმჯარვარ არცერთხელ

ფულიც ჩამივარდა რაღაც და ვფიქრობ ვიყიდო ბაიკი, უბრალოდ კითხვები მაქვს უამრავი

ბიუჯეტი თამაშობს 1500-დან 2500-მდე
მაგალთად ვერ ჩამოვყალიბებულვარ სტილში

ენდურო მინდა, მაგრამ ჩემი სამსახურიდან გამომდინარე მაქსიმუმ თვეში ერთხელ გავიდე ხოლმე ქალაქგარეთ ანუ ენდუროს თუ ვიყიდი 80% ქალაქში და სამსახურში სიარული მომიწევს და მაინტერესებს ძალიან არაკომფორტული და დამღლელი ხომ არ იქნება???
http://myauto.ge/car_details.php?car_id=4335157ასევე ვფიქრობ კიდევ (კრუიზერებს ვეძახი მე) ტყავში გაწყობილი ჩოფერები უბრალოდ გული იმაზე მწყდება რომ ტრასიდან ვერ გადავალ

მაინტერესებს რამდენად მოხერხებული ბაიკებია თავის სიჩქარითაც, მიდგმითაც, გამძლეობითაც და ასე შემდეგ

და არის თუ არა ეს კარგი გადაწყვეტილება ქალაქისთვის...
http://myauto.ge/car_details.php?car_id=4297418და მესამე კითხვა, რამდენად ღირს ყიდვად, ნაკლებად ცნობილი და იაფასიანი ბრენდები, მაგალითად DORTON, APRILIA აი მაგალითად მშვენიერი ვარიანტია, მაგრამ საეჭვოდ იაფი ღირს
http://myauto.ge/car_details.php?car_id=4184951მეოთხე კითხვაც, ალბათ უკვე ათასჯერ დასმული, დამწყებისთვის 125 თუ 250? და კიდევ ერთიც: 2 ტაქტიანი ნიშნავს რომ სუფთა ბენზინი ისხმება ზეთ გაურეველი???
რამდენი მიწერია

წინასწარ დიდი მადლობა პასუხებისათვის