ბევრი პოსტი ვნახე თემაზე ღირს თუ არა ჩინური მოტოს ყიდვა და ვიფიქრე მოგიყვეთ ჩემი ისტორია.
სულ პირველი მე მყავდა ეგ ჩინური "ნაგავი" საქართველოში, სახელად GENATA. და მინდა გითხრათ არც ისეთი ცუდია როგორიც ბევრს გონია. რა თქმა უნდა გამოცდილი ბრენდი ამას ჯობია (თუმდაც მხოლოდ იმით რომ გამოცდილია) მაგრამ ახალი YAMAHA, KAWASAKI ან HONDA რომ იყიდო 4-ჯერ მეტი ღირს და 10 წლის ბრენდს კიდე ახალი GENATA მერჩივნა, სულ რომ არაფერი ვიდზე მაინც..
მე მყავდა ეგ GENATA 5 თვე, გავიარე 1500 კმ და მაგრად ვისიამოვნე, მერე კარგი ფასი შემომთავაზეს და გავყიდე ერთ თურქზე. ეხლა ვეკონტაქტები მაგ როჟას და დადის ტიპი თურქეთში დაკატაობს. გავლილი აქვს 3200 ეხლა მაგ მოტოს და არაფერი არ სჭირს. ანუ რისი თქმა მინდა რომ ჩინური არის კარგიც და ცუდიც. იმ დღეს ვნახე
http://myauto.ge/car_details.php?car_id=4495566 - ეს მოდელი, KINBO თუ რაღაც ეგეთი. ვეძებდი გუგლში და ვერაფერი ვერ ვიპოვე მაგ მოტოზე, ამიტომ ეგ რაა არ ვიცი.
მაგრამ GENATA - ს სანამ ვიყიდდი ბევრი ინფორმაცია მოვიძიე. ეს მაგათი საიტი
http://www.genata.com.cn/ , ეს ჩემი ყოფილი მოტოს ვიდეო
http://www.youtube.com/watch?v=fI-8b11ILLE . ეს კიდე იგივე მოტოს უკრაინული ვერსია
http://www.youtube.com/watch?v=1wSJKl-93Q8 უკრაინულ ბაზარზე 3 წელია ეს ფირმა შემოსული. ესეც სიარულში
http://www.youtube.com/watch?v=3t3hjA2cmVw . ამის გარდა ისიც გავიგე რომ ეგ ფირმა 10 წელია უშვებს დენის გენერატორებს, რაც იმას ნიშნავს რომ ძრავებში დილეტანტები არ არიან, მოკლედ ყველაფერი ადამიანმა ტვიტონ უნდა გადაწყვიტოს რა ღირს და რა არ ღირს, მე უბრალოდ ჩემი გამოცდილება და აზრი გავაზიარე ამ თემასთან დაკავშირებით.