მოკლედ დავწერ ჩემ პატარა თრიფს
მოკლედ ვაპირებდი ზღვაზე წასვლას და ზღვისთვის გავამზადე მანქანა, ზეთები ფილტრები და ა.შ. ძალიან მინდოდა რო ზღვაზე წამეყვანა მოტო ან კვადრო ან ორივე

მოტო იმიტომ მინდოდა რომ იქ შეჯიბრი უნდა ყოფილიყო ცალთვალზე სიარულში, კვადრო იმისთვის რომ სახლთან სულ ტყეებია და სასეირნოდ

ხო და მოკლედ გადავწყვიტე რო მისაბმელით წამეყვანა, ვიშოვე ე.წ. პრიცეპკა. და წავედი მანქანაზე მისაბმელის საყიდლად და ტყუილად ვიარე 2 დღე და ვერ ვიშოვე, ბოლოს მაჩუქეს ფორდ ექსპლორერის დავჭერი მივჭერი მოვჭერი და მივაბი მანქანაზე

დავალაგე მოტო და კვადრო, თავისი ე.წ. დანკრატებით ზაპასკები კლუჩები, ჩემი ეკიპიროვკა და ბარგი ჩავდე მანქანაში.
დავიძარი დილის 8 საათზე, თბილისში მოღრუბლული იყო. როგორც კი ავტობანზე გავედი ისე წვიმდა შუშების გაწმენას ვერ ასწრებდა დვორნიკი, ესე ვიარე სადღაც ხაშურამდე. P.S. თბილისიდან ზღვის განწყობა რომ მქონოდა ჩავრთე ეს მუსიკა
http://www.youtube.com/watch?v=4lJPFQi8u6Y&feature=youtu.be მაგრამ რა sunshine ავტობანზე 60ზე მეტით ვერ ვიარე იმხელა წყლები მხვდებოდა წინ, ქუთაისიდან სამტრედიამდე ცოტა არაუშავდა მაგრამ განუწყვეტლივ წვიმდა, უკვე რო ვუახლოვდები ხოლმე და გული რო ჩქარდება ჩემი საყვარელი ადგილი ალბათ მგზავრობისას არის ის ადგილი ფოთის და ურეკის გადასახვევი, ზღვა რომ პირველად გამოჩნდება, როგორც იქნა ჩავედი ჩავაღწიე, დავისვენე დავლაგდი და დამეწყო მეორე მოუსვენრობა რამდენიმე დღეში შეჯიბრი იყო ბათუმში, დავშალე მოტო ბოლომდე, კბილანები შევცვალე ელექტროობა მოვაწესრიგე, მოკლედ ბაევოი ხოდზე მოვიყვანე და შეჯიბრის წინა ღამეს დავდე ისევ მისაბმელზე, დილით 9საათისკენ წავედი, არასწორი ინფორმაცია მომაწოედეს 12ზე იწყებაო და თურმე იწყებოდა 6ზე, მოკლედ ჩავედი ბანაკში ვნახე ბიჭები, დავაბინავე მისაბმელი და დაველოდე შეჯიბრს, სამწუხაროდ ცალთვალზე სიარულში შეჯიბრი არ იყო მაგრამ იყო დრაგ რეისისი. მე 750ცც-ში გამოვედი და 1 ადგილი ავიღე დაჯილდოვება გაიწელა 2 საათზე იყო ღამის, ყველა დაიღალა და ბოლოს მეც ისე დავიღალე რო მოტო მისაბმელზე დავაწვინე და ისე დავდე, წავედი ისევ შეკვეთილისკენ, მერე რამდენიმე დღე ვიყავი ისევ და დავბრუნდი თბილისში ამჯერად ძალიან ბევრი ბარგით აქედან წავედი მარტო იქედან მე ჩემი მეუღლე, ცოლის და და სიდედრი თავიანთი ბარგებით, საწყალი იო პერევალზე სულ იგინებოდა, ბარგი იმდენი იყო ბოლოს მისაბმელზე დავალაგე, ხო კიდე კიდევ ერთი საინტერესო ამბავი ურეკში იმხელა წყალი იყო, წელს რო წყალდიდობა იყო მაშინ დავკარგე ნომერი წინა. ხო და პოლიციაში რო მივედი განცხადების დასაწერად არ გვაქვს ინტერნეტიო ასე რომ პატრულს რო გავეჩერებინე დამაჯარიმებდა ჩვეულებრივ, წამოვედი სახლში და ქაღალდზე დავაკარი შავიიზოლენტა რო ზუსტად ისე იყო როგორც ნამდვილი ნომერი თავისი კანტებით. დავაკარი უკან მანქანას და უკანა ნომერი წინ გადავიტანე, უკან მაინც პრიცეპი ეფარებოდა და წამოვედი თბილისში

მშვიდობიანად ვიარე, ძალიან კარგი იყო ყველაფერი ამ ზაფხულში, მანქანამაც და მოტომაც პატივი მცეს და კვადრომ ხო ყველა მოლოდინს გადააჭარბა, ზღვაში ჩავხტი და ტალრამ გადაუარა ზემოდან, რულიც აღარ ჩანდა და ჩვეულებრივ 5ზე მუშაობდა, სამწუხაროდ მოგზაურობის ამსახველი მარტო ეს ერთი სურათი მაქვს
This post has been edited by vectraracer on 22 Nov 2013, 00:38