წელს იმდენი არ მივლია როგორც შარშან, შარშან 11 ათასი, წელს მხოლოდ 6 და რაღაცა.
შუკას სტატუსი წავიკითხე ერთხელ აქ თუ სხვაგან: ყველა მარიაჟი ბაიკერი არ არის, მაგრამო ყველა ბაიკერი მარიაჟიაო. ჰოო, იმიტო რომ ბაიკი არ არის ტრანპორტი ეს ცხოვრების სტილია, მანქანა შეიძლება გყავდეს ჰონდა CR V, და ეს შენზე არაფერს არ მეტყველებს გარდა იმისა, რომ მანქანებში განსაკუთრებული გემოვნებით არ გამოირჩევი, მაგრამ თუ გყავს თუნდა Honda CB სჩემტა, ეს უკვე რაღაცას ნიშნავს (ჰონდა პირობითია, შეიძლება მეთქვა სუზუკიზე, თუმცა BMW ზე ევრ ვიტყოდი, BMW ხასიათიათს ავლენს ნებისმიერი რაოდენობის ბორბალზე).
ჰოდა რაც შეეხება ბაიკერების მარიაჟობას, უფრო რბილად რომ ვთქვათ სტილურობას: მოტო, ჩაფხუტი, ფეხსაცმელი, ქურთუკი, ხელთათმანი და სხვა,,, რამდენი რამეა, რამდენი რეკვიზიტია რომელსაც ბაიკერი საკუთარი გემოვნების მიხედვით ირჩევს, და ეს ყველაფერი ნა პაკაზ, ისე არ არის ჩაჯდე პორშეში არმანის ზმანებით და გინდა შიშველი იყავი, ყველასთვის პორშე უფრო მნიშვნელოვანია ვიდრე შენ. მოტოზე კი შენ და მოტო ორივე კაი ტიპები ხართ და ორივე ყურადღებას იქცევთ. აი რატომ უყვართ მოტო სექსუალურად აქტიურ მამაკაცებს. ქალების ფენომენს ჯერ ვერ ჩავწდი. აქ იმედია ფემინისტები არ შემოდიან და ვიტყვი, მოტო კაცის ტრანპორტია. მაგრამ ქალს ისე უხდება, იმდენად მატებს სექსულობას როგორც კაი ტანზე მყოფ გოგოს ბოიფრენდ ჯინსები.
* * *
ღმერთი არ გკლავს და შენ რატო იკლავ თავს - ალბათ ერთხელ მაინც უთქვამს ბაიკერისთვის ვინმეს. როგორც წესი ამას ისეთი ტიპები ამბობენ ცხოვრების მუღამში, რომ არ არია და საერთოდ მუღამი არ იციან. თუმცა მათაც შეუძლიათ გელაპარაკონ ქალზე, მოგზაურობაზე, კინოზე მაგრამ ისეთი უმუღამოა მათი ისტორიები და მათი განცდები როგორც მაკდონალდსის გაცივებული ჩიზბურგერი.
Some like it hot - ზოგიერთებს ის უყვართ ცხლად. მაკდონალდის ჩისბურგერს არ ვგულისხმობ

)
* * *
არის ასეთი ვიდეო ვიმეოზე it's better in the wind კლასიკებზე და რეისერისტებზე
yes
and better in the rain
and better when there is a cold
და რატოა ქარში უკეთესი, ან წვიმაში, ან სიცივეში,
ილიკოსი არ იყოს, თუ წვიმს, თოვს და ქარია შენ რამ გადაგრიაო
ჰოდა ესაა
არასდროს არ დამიგეგმავს სიცივეში, წვიმაში და ქარში სიარული, ეს ის შემთხვევებია, როცა ქარი და წვიმა გზაში წამოგეწევა, სიცივე კი ისეთია, რომ არ გეგმავ, მაგრამ რას იზამ, შემოდგომა მოდის, ცივა, შენ არ იჯერებ და ეჯიუტები სანამ... მანამ სანამ არ წავა გადაუღებელი წვიმები
ჰოდა იმის თქმა მინდა, რომ ორმა ვინმემ ისიც კარად ცხელი ჩაის ფასი: მთასვლელმა და შემცივნებულმა ბაიკერმა

)