vectraracerმშვენიერი ჩანაწერია, შენს ნაწერებში სულ ჩანს წრფელი ბაიკერული სულისკვეთება
მგონი ძალიან ბევრს დავდივარ. და როცა დავდივარ, სულ მინდა მერე რამე დავწერო ამაზე. თითქოს არაფერი მარა მაინც ისტორიებია:
* გომბორის გზაზე კაშხალთან მიტოვებული ცისფერი კოტეჯი და მისი წინ წაქცეული დიდი ცაცხვი ოქროსფერი ფერი რო დადებია, იქვე ასკილის ბუჩქები... და ვის ვაჩვენო ვან გოგი მკვდარია)))
* შეხედე გორილა ბანაობს მითხრა ჩემმა მეგობარმა და მდინარეში ჩამჯდარი დიდი და თმიანი ხორცის მასისკენ გამახედა, ის იჯდა თუ იდგა გრილ მდინარეში და ნებიერად გრილდებოდა ანუ ნებივრობდა
* ბათუმური აკვედუკები (ღია სანიაღვრე გზები) რომლებიც გზის შუაშია განთავსებული არასდროს დამავიწყებს თავს, წინა მოტოს ისტორიაა, ოდნავ სევდიანი ისტორია მხიარულად რო იხსენებ მერე
* ქუთაისში არის რიონზე გადებული 5 ხიდი, არის მეექვსეც, რომელსაც არავინ თვლის რატომღაც ხიდად, კაშხალზე გადებული ხიდი და ხიდიდან გადაკიდებული ანკესები, ხედი ბაგრატისკენ და თეთრი ხიდისკენ და მეორე მხრივ ხედი ჭავჭავაძის ხიდისკენ, ყოფილმა შეყვარებული გავასეირნე, ეს ჩვენი ადგილი იყოსო, როცა ერთმანეთი მოგვენატრება აქ შევხდეთო, რა უცნაურია რომ აქამდე არ გვქონია ჩვენი ადგილი...
* ცოტა შეანელე რაღაც უნდა გითხრაო, შენ ხომ სულ გინდოდა მე რომ ვმჯდარიყავი შენს უკანო, მითხრა ერთხელ სხვა ყოფილმა შეყვარებულმა, ჰოო მინდოდა მეთქი, მაშინ მივდიოდი ერთ ქუჩაზე, სადაც სულ ძველი სახლები და ძველი ხეებია, სახლების ეზომების მიღმა რიონის სანაპიროა, არხის ქუჩას უძახიან, რომელიღაც ეზოში ჭირის დღე იყო, რამდენიმე ბავშვი დიდების ფეხებთან ტრიალებდა მოწყენილად, სვლა შევანელე უფრო ჭირის თანაგრძნობის ნიშნად, ცეპლენია გავუთიშე თითქმის უხმოდ ჩავუარე ღია ჭიშკარს (ჭირის დღეებში ხო ჭიშკარს ღიად ტოვებენ), ბავშვები აჟრიამულდნენ, ადინ მინუტ ადინ მინუტ გამომეკიდა ერთი
* თუ ბაიკერი ხარ იცოდე ძაღლებში და ბავშვებში პოპულარობა გარანტირებული გაქვს, გაყოლებენ ეს საყვარელი არსებები (ბავშვები) აღფრთოვანებულ თვალებს, მეოცნებეეები, რა ლამაზი სახეებია, მეც ასეთი მქონდა ალბათ როცა მათი ხსნის ვიყავი და როცა ჩემი ბიძაშვილი თავისი 50ცც კარპატით ჩამოივლიდა ჩემს ჭიშკართან, ორი ბორბლის მაგია დავარქვი ამას, მისიგნალებენ ტრასაზე მანქანები მისალმების ნიშნად, მეოცნეებების ტესტია ერთგვარი, ვინც კარგად გეგებება,, ზნაჩით ყველაფერი დაკარგული არ არის მისთვის (მე ასე ვფიქრობ)
* მიყვარს ქუთაისის ვიწრო ქუჩებში "ძრომიალი": კიკვიძიდან ჩამოვალ ბუაჩიძეზე იქ კუთხეში პროფილაქტიკაა, გავდივარ რუსთაველზე, გამარჯვების მოედანზე დავკრუგავ, შევდივარ ბარათაშვილზე, მერე თავისუფლებაზე, აღმაშენებელს გადავკვეთ, ფარნავაზე მეფის ქუჩაზე, ლაგუნას ზურგს ვაქცევ შევალ ჩეხოვზე, გადავკვეთ ნინოშვილს, მერე ასათიანს, მგალობლიშვლი, ხახანაშვილი, გაპონოვი, შაუმიანი, ვაჟას ასახვევი, ცაცხვები ბაგრატი და მერე ისევ უკან, ამ ესთეტიკას, ქალაქის ამ მშვენიერ ლაბირინთ მხოლოდ ბაიკერი თუ შეიგრზნობს ასე მძაფრად, არც ისე პატარაა ქალაქი თუ მასში შეიძლება დაიკარგო, ქუთაისში თავის თვითნებური განაშენიანების გამო ერთხელ ყველა იკარგება, დიდი ქალაქია რა )))
* * *
This post has been edited by serpico on 21 Aug 2013, 10:42