სეზონის დასახურად ერთი გრძელი თრიფი მინდოდა მომეწყო, კახეთს ვგეგმავდი, მაგრამ მერე ისევ დასავლეთი ვარჩიე, რადგან აქ ყველაფერი ახლოშია და ბევრი ამათგან უნახავი. მარშრუტი ასეთი დავგეგმე: ქუთაისი, ხონი, მარტვილი, სენაკი, ფოთი და მერე ზღვაზე სადმე, ბოლოს ასე აღმოჩნდა რომ ქობულეთში შევჩერდით.

ამინდი კარგი იყო, თუმცა მაინც თბილად ჩავიცვით. ავტოქარხნის ქუჩას გავცდით, მერე ციხეები და ხონის გზატკეცილს გავუყევი. მაღლაკის მერე დაიწყო კარალიოკების სეტყვა

) მოწმენდილ ცაზე კარალიოკის ბურთებს ისევ ისე მოვყავარ აღტაცებაში როგორც ადრე ბავშვობაში, ვჩერდებოდით და ვუღებდით ლამის ყველა კარალიოკის ხეს, სურათები ისეთი არ გამომივიდა როგორიც მეგონა რომ გამოვიდოდა (ტყუილი ყოფილა ნოკიას დაქადნება აიფონზე უკეთეს სურათებს ვიღებთო)

კარალიოკის ხეები და ჭიშკრები. ამ ჭიშკრების გადაღებისას თუ ყურებისას გამახსედან კაი ქართული სიტყვა კოხტა, მაგრამ ეს სიტყვა ისე ზუსტი არ არის,რ ოგორც სიტყვა კოპწია, ან კოკროჭინა
აი კოკროჭინა იმერული ჭიშკრები

ახლა აღარ აკეთებენ ასეთ ჭიშკრებს, რა მოკრძალებულია, თან რა გაპრანწული ჭიშკრის რკინის ხვეულები. ყველას სხვადასხვა ფერი და სხვანაირი ხვეული აქვს. ასეთ კოპწიაობას ვერსად წააწყდებით იმერეთის, გურიის და სამეგრელოს მიღმა.
ჭიშკრები არქიტექტურის პატარ ეპიზოდია, თუმცა ბევრი რამე შეიძლება დაასკვნა.
მაგალითად ქუთაისელებზე ამბობენ ღია და გახსნილი ხალხიაო მაგრამ ქუთაისელების შემოღებულია 2.5 მეტრიანი ღობეების და მასიური გაუმჭვირვალე ჭიშკრების მოდა, რომელიც მერე მთელს სსაქართველოში გავრცელდა. სამეგრელოში კი კიდევ გხვდება მომცრო ჭიშკრები დაბალი მავთულბადის ან რკინის ბადის ღობეებით. ესეცაა, რომ თუ ღობეებით ვიმსჯელებთ ყველაზე მეტი ფული მასიური ძარცვა პარვის დროს (70-80 იანი წლები) იმერლებმა დააგროვეს, შესაბამისად ყველაზე მეტმა ქურდმა იქ მოიყარა თავი სადაც ყველაზე ემტი მოსაპარი იყო, ამის გამო ღობეები დაგრძელდა, ორნამენტები შემცირდა (ქურდს რომ ღობეზე გადასვლის დროს ფეხი ან ხელი კარგად ვერ მოეკიდებინა) და კიდევ ერთი: ეზოს ძაღლები გაავდნენ. ვერ ვიტყვი, რომ მთელის აქართველო შემომივლია, მაგრამ რაც 90-იან წლებში ქუთაიში ავი ძაღლები იყო ამდენი ალბათ მთელს დანარჩენ საქართველოშI არ იქნებოდა. ამ გახსენბულზე, მიშას მოსვლის მერე სულ უფრო მოდიდან გადავიდა დამცველი ძაღლები და მოდაში შემოვიდა დეკორატიული ძაღლები არშიებიან მომცრო მუთაქებს რო გვანან.

კიდე ერთ ჭიშკარს დავდებ, ისე ბარე 30 მექნება გადაღებული. ამ ჭიშკრებზე კიდე შემიძლია ლაპარაკი, მაგრამ არც კი ვიცი მკითველი თუ ყავს ამ თემას (ჭიშკრებს ვგულისხმობ, ამიტომ თავს შევიკავებ)
* * *
კიდე რა გამახსენდა ამ კოკროჭინა ჭიშკრებზე, კოხტა ეზოებზე და კოპწია სახლებზე, ეს ბუნებრვია ყოფითი კულტურაა, ამის მიღმა ბევრიც არაფერი არსებობს, იმის თმქა მინდა რომ ეს ლამაზია, კარგია, იმედის მომცემიცაა ჩემთვის, მაგრამ ამ ყოფით კულტურას ძნელად თუ ცდება ზოგადად ქართული კულტურა, რამხელა გზა გავიარე: ქუთაისი, ხონი, მარტვილი, სენაკი, ფოთი, ქობულეთი, ამ ჭიშკრებზე საინტერესო ბევრი არც არაფერი მინახავს ადამიანის ხელისგან გაკეთებული. ამიტომ არის სულ ნერვები რომ მეწეწება ნახევარსაათიანი ტრადიციების სადღეგრძელოების მოსმენისას, ტრადიცია არსებობს კეთების, ტყუილად ყოფინის ტრადიციას ქვია მცონარება და არა ტრადიცია, ეროვნული მცონარების შედეგი თუა ალბათ, რომ ყველაზე ღირშესანიშნავი ადგილები, რომლებიც ვნახე ან ქართველების მიერ არ არის აგებული ან შუასაუკნეებისაა და ან ბუნებრის თავისთავად ნამოქმედარია ადამიანური შრომის ჩარევის გარეშე.

ბავშვებისგან განებივრებულს მეგონა, ეს ბავშვიც ლაღად და სიხარულით მომესალმებოდა, უპასუხოდ დარჩა ჩემი სალამი, მხოლოდ გაურკვეველი და მოწყენილი მზერა მივიღე ბავშვისგან

ეს კიდე ერთი სიურეალისტური სურათი, ჰაერში გამოკიდებული ნაცმოს კანდიდატი, ადგილობრივმა თანაპარტიელებმა იფიქრეს აქედან მაინც ვერ ჩამოხევს ევრავინო და სწორედაც... ასე წინდახედულები თავის დროზეც რომ ყოფილიყვნენ იქნებ არ დაჭირვებოდათ ესოდენ ხელიმიუწვდომელ ადგილზე პლაკატების დაკიდება. რაღაც ჭკუისმასწავლებელი ფრაზაც გამომივიდა, მაგრამ სულ უფრო მიმზაფრდება შეგრძლება, რომ მიშას წარუმატებლობა, გარკვეულწილად ამ ქვეყნის პროგრესული ნაწილის წარუმატებლობასთან წილნაყარია და ეს მასევდიანებს.

ეს სურათი ხონში გზაჯვარედინზეა გადაღებული, ვითომ არაფერი მარა მაინც მრავლისმთქმელი მგონია
* * *

მარტვილში გადავიღეთ ეს სურათი. 90-იანების ბავშVობას გავს რაღაცით ეს კადრი.
This post has been edited by serpico on 5 Nov 2013, 03:11