კარგი იქნება

პაციენტის ისტორია ასეთია :დ
სანამ მუშაობდა ასეთი სიმპტომები ქონდა:
-ყოველ შემდეგ დაქოქვაზე, მეტი და მეტი წვალება უნდოდა. გაზი უნდა მიგეხმარებინა. გაფუჭებამდე რამდენიმე დღით ადრე დაქოქვისას გადაწეული უნდა გჭეროდა გაზი 3-5 აბაროტზე რომ არ ჩამქვრალიყო. რო გახურდებოდა, მერე მუშაობდა Idle-ზეც.
-მერე უკვე დაიწყო გზაში ჩაქრობაც: შუქნიშანზე. მოსახვევისთვის რომ შევანელებდი და გაზს გავუთიშავიდ, მაშინ ვარდებოდა აბაროტები და ქრებოდა. ამ შემთხვევაში ცეპლენიაზე აშვებით ან სტარტერით უპრობლემოდ ქოქავდა.
-ბოლო დღეს სამსახურიდან მოვდიოდი და ძალიან აურია. რომ არ ჩამქრობოდა Idle-ის აბაროტები ბოლომდე ავუწიე. სხვა შემთხვევაში ქრებოდა. გზაშიც ვცდილობდი 4-ზე დაბლა არ ჩამოსულიყო ბრუნები, თორემ მაინც ქრებოდა.
-მერე ჩამიქრა და აღარ დაიქოქა არცერთი ნაცადი ხერხით. სახლამდე ხელით ვაგორავე.
ბიჭებმა მითხრეს კარბურატორი გაწმინდეო.
-კარბურატორი ნახერვრად დავშალე. [ქვედა ნაწილი მოვხსენი, ბაჩონკებივით რომ აქვს]
-გაწმენდისას ჯერ ნასოსი მივაერთე ყველა ნახვერტში და ჟანგის ფერი მასა გამოიტანა ბენზინში აზელილი. (საკმაოდ ცოტა)
-მერე WD-40ით მივუშვი ყველა ნახვრეტში.(შლანგებშიც) დიდი არაფერი გამოუტანია. ისევ ის ყვითელი მასა, ოღონდ უფრო ცოტა.(სადღაც წავიკითხე ან wd40 იხმარეთო, ან სპეციალური carb/choke cleaner-იო)
დღეს ავაწყვე ისევ მოტო, სვეჩაც ახალი დავუყენე, მაგრამ ზუსტად ისევე არ იქოქება, როგორც მანამდე.
ბენზინი კრანამდე მოდის (დღეს გამოჟონა რეზერვზე რომ ვაყენებდი)
სვეჩის დენი არ შემიმოწმებია ჯერ. [არც ვიცი როგორ ხდება , ჩიბუხმა - არ დავიშლები, ტყულა ნუ დამეჩალიჩებიო

]
ერთი ის მადარდებს, ძრავში შემავალი შლანგიდან წყალი გადმოვიდა და შიგნითაც ხომ არ ჩავიდა ნეტა. ან თუ ჩავიდა როგორ ამოვაშრო..
//ძალიან მიუდგომელად არის ყველა ნაწილი ჩემ მოტოში

//
This post has been edited by Caqtus on 14 Oct 2012, 21:16