ანდროიდიჩემი გამოცდილებიდან გეტყვი, რომ საერთოდ არ ენდო მანქანის გამოცდილებას.
მანქანას გამჩნევენ და გერიდებიან.
მოტოზე ან გამჩნევენ ან ვერა(ფარი სულ ჩართული გქონდეს-დღედაღამე) და რომც გამჩნევენ - არც ფიქრობენ დათმობას.
სამუხრუჭე მანძილის სიშორეზე სიარული
არ ტეხავს 
მანქანას უკან არ მისდიოო დაწერა აგერ flyer-მა და აბსოლუტურად მართალია.
ოდნავ გვერდით იარე ხოლმე. სასურველია მარცხენა მხარეს(ტაქსებს ჩვევიათ მეათასე ზოლიდან გაჩერება ხოლმე ტროტუართან), მაგრამ ისეც არა, რომ უკანამანქანა ჩაგიდგეს გვერდით და "გაგაგდოს" შენივე ზოლიდან.
მოსახვევებში წინასწარ დაიჭირე საჭირო სიჩქარე. ასე მომსვლია მე, რომ სწრაფად შევდიოდი მოსახვევში, მაგრამ ქვიშა და წვრილი ქვები ეყარა. დაწვენილზე გასრიალდებოდა ბორბალი 'გარეთ', არ დავაწვენდი და გავცდებოდი მოსახვევს. საბოლოოდ გავასწორე მოტო და გავაჩერე სადაც ვიყავი.

ხო, და კიდევ ერთი - ვაგზლის მოედანზე და რუსთაველზე ნუ ისწავლი ტარებას :დ
ეგ უკვე hardcore ლეველია და healing potion-ებიც აღაც მუშაობს მანდ

წარმატებებს გისურვებ

მერე მოგვიყევი ქალაქში მართვის შთაბეჭდილებები
This post has been edited by Caqtus on 9 May 2013, 05:17