საქართველოში სკუტერების დიდი არჩევანი არ არის,
რაც არის, მათ შორის ყველაზე "ხადავოი" და დროისგან გამოცდილი მაინც ჰონდა, სუძუკი და იამაჰაა.
ამათგან ყველაზე მეტი მაინც ჰონდებია აქ, Honda dio, Honda Tact, Honda Lead, Honda dio fit და ა.შ
ვიზუალურად ახალი ჩინურები ჯობია ამათ, მაგრამ ეს მხოლოდ ერთი შეხედვით, გვერდით რომ მიუყენო ახალ ჩინურს ძველი ჰონდა
ამჩნევ და ატყობ რომ იაპონურის სბორკის ხარისხი უფრო მაღალია.
ზემოთ ჩამოთვლილი ჰონდები ყველა 2 ტაქტიანებია აქ რაც იყიდება. ზეთს ცალკე ბაკში ასხამ და ბენზინს ცალკე. მერე თვითონ ურევს ერთმანეთში.
წვა 3 ლიტრიდან 4 ლიტრამდე 0.50 cc სკუტერებში, 3 ლიტრს და შეიძლება უფრო ნაკლებს, გიწვავს როცა 30-40-ს არ აცილებ სიჩქარეს.
და ამ სიჩქარით სიარული ქალაქში შეუძლებელია, ყველა ვარიანტში 40-ის ზემოთ დადიხარ (ვიწრო ქუჩების გარდა) თან თბილისის მთაგორიანი რელიეფი და მოკლედ 4 ლიტრამდე ადის ჩვეულებრივად.
ზეთის ხარჯი ძალიან მცირეა, მაგალითად მე 10 სექტემბერს ვიყიდე ჰონდა ტაქტი (ყველაზე ოპტიმალური სკუტერი imho)
ხოდა მას შემდეგ 2 ლიტრი ზეთიც არ მაქვს დახარჯული, დაახლოებით ივლისში მომიწევს დამატება. ნუ მე ბევრს არ დავდივარ მაგრამ მაინც ძალიან ცოტაა ზეთის ხარჯები რა, (ლიტრი 8 ლარიდან იწყება და ზემოთ)
აი აქ ვიყიდე ჩემი ტაქტი
http://motoclub.ge/ge/დღემდე დადებითი ემოციების მეტს არაფერს არ ვგრძნობ ჩემი ჰონდას მიმართ. მშვენიერი გადაადგილების საშუალებაა, საცობი ამან არ იცის და შუქნიშნებზე კილომეტრიანი რიგები. თან ამას დიდი დასაჯდომი აქვს დიოებთან შედარებით და მეორე კაცსაც მოიჯენ (ოღონდ დიდ კაცს ვერა)
შლემით სიარულს არ გავალდებულებს კანონი 0.50 cc-ს შემთხვევაში, მაგრამ პირადი უსაფრთხოებისთვის მაინც უმჯობესია რომ გეხუროს.
4 ტაქტიანი სკუტერები აქ მხოლოდ ახალი ჩინურებია და რამოდენიმე ძველი ჰონდას მოდელი, მაგათ გაცილებით ნაკლები აქვთ საწვავის ხარჯი, მაგრამ ჩინურია მაინც და ძველი 2 ტაქტიანი იაპონური მირჩევნია ყოველ მიზეზს გარეშე.
This post has been edited by Tobuldar on 24 Apr 2014, 12:25