ვინც ცოტა მაინც ერკვევით ელექტროობაში იქნებ დამეხმაროთ.
ესეთი პრობლემა მაქვს, მყავს მოპედი რომელიც უცხოეთში მოპარულია სავარაუდოდ და ამის გამო ელექტროობა როგორც ეტყობა ხელახლაა გაყვანილი პრობლმა ესეთია ადრე ჩვეულებრივად ვქოქავდი მოპედს კნოპკაზე დაჭერით მერე ხანდახან რო ვაჭერდი სტარტერს არ ატრიალებდა მერე ისევ ატრიალებდა ეხლა კი საერთოდ არ ატრიალებს ჩამრთველი კნოპკაც თავის ძველი პატრონის დაყენებულია კნოპკაზე შედის სამი კაბელი აქედან ორი გადაბმულია და ერთი ცალკეა იმას მივხვდი რომ ამ ორი გადაბმულის და ერთი ცალკე რომელიცაა მათი ერთმანეთზე დადებით მუშაობდა სტარტერი. ორი კაბელიდან რომლებიც ერთმანეთზეა შეერთებული ერთი მიდის კომუტატორზე მეორე კი სურათს დავდებ სადაც უბრალოდ ვერ მივხვდი რა არის მემგონი რელე ან რამე მსგავსი. ხოლო ის კაბელი რომელიც ცალკეა უერთდება რამოდენიმე კაბელს ერთად და როგორც მე მივაგენი უერთდება სიგნალთან არსებულ რაღაც რკინას დავდებ სურათს. იქნებ ვინმე დამეხმაროთ რისი ბრალი უნდა იყოს ან როგორ შევაერთო კაბელები რო მხოლოდ დაიქოქოს.
ამით ვქოქავდი მოვაძრე კაბელები და ერთმანეთზე დადებით ვცადე ვიფიქრე კნოპკის ბრალი იყო მაგრამ მაინც არ ქნა.
ამას უერთდება იმ ორი კაბელიდან ერთერთი რომლებიც გადაბმულია.

ამას კი ის რომელიც ცალკეა. წინ უყენია ეს სიგნალის გვერძე.