night-blueარაა, ყველაფერს ხელოსანთან ვტოვებ როგორც წესი... და თან გაღუნული იყო, ასე რომ გული არ დაგწყდეს... ისე რაც დავაყენე 50 ლარი ღირდა - ფასი რომ იცოდე
ქართლოსიწინა კარგია ხელი არ მიხლია
როცა გაგეხარდება
medame333კიი, ეგ ავადმყოფობა ბავშვობიდან მჭირს...
ისე ავადმყოფობაზე გამახსენდა და რადგან ამდენი დავწერე ბარემ პატარა ისტორიას მოვყვები... რა იცის ესეთმა ავადმყოფობამ თუ დინჯი არ ხარ:
მოკლედ მამაჩემს და ბიძაჩემს მოუარეს და იყიდეს 4 ველოსიპედი სტარტი(სპორტული). იყიდეს - 2 მე და მამაჩემს და 2 ბიძაჩემს და დეიდაშვილს - სამსახურში ვივლით პონტში

ამ დროს გამკარებლები არ იყვნენ
ხოდა ჩვენი 2 მოკლედ რომ ვთქვა გავაუპატიურე, ანუ მამაჩემის სტარტი ნელ ნელა, მაგრამ სრულად, ნაწილების პონტში - სიჩქარეები, ტორმუზები, ცეპი და საკისრებიც კი(პაჩებნიკი) ჩემსაზე გადმოვიტანე... ანუ იმის თქმა მინდა, რომ ხელი მაგრად გავიწაფე...
ერთხელაც მივედი დეიდაშვილთან და მთხოვა მისი წილი 2 სტარტიდან ერთი კარგი ამეწყო( იმასაც იგივე ქონდა ჩატარებული ოღონდ არ გამოუვიდა და 2ვე გააფუჭა - სიჩქარეები და უკანა საკისარი ქონდა ჩაშლილი და მეც დავიწყეეე... და რომ დავამთავრე, იქვე მეზობლის ბიჭმა გავეჯიბროთო - არლიონოკი ყავდა
დავდექით სტარტზე და ჰეიი და შევუბერეთ. არლიონოკს უკეთესი სტარტი აქვს, მანძილი მოკლე იყო და ამიტომ სიჩქარეები დავაპანიჟენე და მაგარი ავკრიფე... მოკლედ ბევრი რომ არ გავაგრძელო ქუჩის ბოლოს(იქით გზაჯვარედინია) ისაა გავასწარი და ამ დროს მეზობელმა ბიჭმა, ფინიშზე ვინც იდგა, მაგარი პანიკაში დაგვიქნია ხელი - გადაკვეთაზე მანქანა მოდიოდა და მაღალი სიჩქარის გამო გაჩერებას ვერ მოვასწრებდით...
მე მაგარი ჩემ თავში და ველოსიპეტდში დარწმუნებულმა მაგრად მოვუჭირე 2ვე ტორმუზს ხელი(არადა ჩემი ისე მქონდა აწყობილი, რომ მარჯვენა წინა და ოდნავ და მარცხენა უკანა და მაგრად ატორმუზებდა - სტანდარტული ვერსია)... და უცებ მოხდა სასწაული

ჩემი ველოსიპედი დადგა წინა ბორბალზე და დაიწყო ტრაკის სულ უფრო და უფრო ჰაერში აწევა... მაგრად დავიბენი, ვერ მივხვდი რა მოხდა და ბოლომდე არ გამიშვია ხელი. ბოლოს ხელები რულით ხელში ჩემს ფეხებს შუა რომ მოხვდა, კი მივხვდი და ვინებე და გავუშვი ხელი მაგრამ გვიან იყო

მაგარი ვიფრინე და ხელებ გაშლილმა მაგარი ვისრიალე ასვალტზე

... ნიკაპით

და ეს ყველაფერი დამთავრდა იმით, რომ ზევიდან დამეცა ეს ველოსიპედი

... მოლედ ვგდივარ ესე გზაჯვარედინთან ხელებგაშილი, ზედ მადევს ველოსიპედი და ტკივილისგან სიმწრით ვტირი და ამავდროულად ჩაბჟირებამდე ვიცინი ერთდროულად

ჩემს გენიოს დეიდაშვილს ტორმუზები პირიქით ქონია დაყენებული მარჯვენა წინა და ძლიერი და მარცხენა უკანა და სუსტი
This post has been edited by mazila on 23 May 2015, 23:44