კი როგორ არა, ერთი პერიოდი myhome.ge-ზე სულ ვათვალიერებდი განცხადებებს

მაქედან მახსოვს.
თუ გადაბმულად ივლი 100 კმ-ს რათქმაუნდა. მე მაგალითად მარნეულში ჩავედი და 5 წუთში უკან დავბრუნდი ისევ, ანუ ტუდა-აბრატნა სადღაც 90 კმ გავიარე და საერთოდ არაფერი, რასაც ქვია ვირი, ჯორი, საიმედო, სანდო და კიდევ რა დავარქვა ჰონდას რა, არ ვიცი.
რას ვარ დაკვირვებული იცი? ე.ი მოტოქლაბში ნაყიდი სკუტერები, რომლებსაც საქართველოში არ უვლიათ, კონტეინერიდან ეგრევე მაღაზიაში რომ მიაქვთ, აი ეგენია მართლა კარგი ნახმარები რა და ყველაზე ნაკლები პრობლემა აქვთ მათ მომხმარებლებს (მაგრამ იშვით შემთხვევაში არ გამოვრიცხავ რომ იქაც იყოს რაღაც გამონაკლისები) ხოდა მაიაუტოზე განცხადებებით აქ ნატანჯ-ნასიარულებ სკუტერებს რომ ყიდულობს ხალხი აი მაგათ აქვთ მეტი პრობლემები რა.
რავიცი ჩემი დაკვირვებით ასეა.
იტოგში ჯობია იყიდო აქ არ ნასიარულევი, და გადაიხადო 100$-ით მეტი რა.
* * *
წინა დღეს მაღაზია კრომბახერთან მიაჩერა იამაჰა ვინო 50cc, ერთმა გამხდარმა სასიამოვნო შესახედაობის გოგომ, ალბათ ჰა ჰა 20 წლის იქნებოდა, სტუდენტის ვიდზე.
მოიხსნა რეტრო შლემი, პადნოჟკაზე მიაყენა და შევიდა მაღაზიაში. აი სულს მალამოსავით მოედო, ისეთი "პროგრესული" სანახაობა იყო ეს ყველაფერი.
პრაგმატულად მოაზროვნე ქართველი გოგონა თბილისის გადატვირთულ მოძრაობაში.
ახლა იმ გოგოს ხომ ეყოლება ჯგუფელები, რომლებიც ხედავენ რომ უნივერსიტეტში გოგო დადის დაუბრკოლებლად და თავს არიდებს ყვითელ ავტობუსებში დგომის კოშმარს. ხოდა რამდენ თავისსავე თანატოლს გაუჩნდება მსგავსი სურვილი რომ ჰყავდეთ 2 ბორბლიანი მეგობარი