მეც მყავდა ტაქტი, ზუსტად ერთი წელი. რომ ვიყიდე ჰაერის ფილტრი გამოვუცვალე და მაგის მეტი აბსოლიტურად არაფერი დასჭირვებია.
გამძლე და უპრობლემო სკუტერი, აღმართებში მიფრინავს რასაც ქვია.
ჰაერის ფილტრი სულ დაიფშხვნა ნაწილებად, ისეთი ძველი იყო. ხოდა რადგან დიოს ფილტრები არ მიდის მაგაზე, ჩვეულებრივი გუბკა-პარალონი ავიღე და გამოვჭერი ფილტრის ზომაზე, გავრეცხე, გავაშრე და სულ ოდნავ ზეთით გავჟღინთე და ჩავსვი.
ჩემი წვავდა ზუსტად 4 ლიტრს. მაგრამ ძალიან ფიცხი იყო რა. შუქნიშნიდან რომ მივცემდი გაზს, მანქანებს მართლა იტოვებდა უცბად
ახლა მოტო მყავს და ჩემ ტაქტზე გაცილებით ცოტას მიწვავს, მაქსიმუმ 3.5-ს.
მიყვარს სკუტერი და სიამოვნებით ვიყოლიებდი. ქალაქში ყველაზე კომფორტულია, მოტოზეც, ველოზეც და ცხენზეც.
სკუტერისტებს სულ ვესალმები გზაში, პირველ ნაბიჯს მე ვდგამ

ამის შემდეგ მისიგნალებენ ისინიც

ზოგადად მიხარია 2 ბორბლიანების მომრავლება, თან ეს დღეები კაი ამინდებია და მარცხენა ხელს ქვემოთ ვერ ვწევ, სულიერი ძმების მისალმებაში ვარ სულ
This post has been edited by Tobuldar on 28 Feb 2017, 19:08