ჯარისკაცები და ველოსიპედისტები ჩემთვის ყველაზე საპატივცემულო ხალხია.
მაგრამ ველოსიპედის ყიდვას ყოველდღიურად გადასაადგილებელ საშუალებად (ამ ქალაქში) არ გირჩევდი სხვადასხვა მიზეზის გამო.
გამონაბოლქვით ისეთ დაბინძურებულ ქალაქში როგორიც თბილისია, დიდი რისკის ქვეშ აყენებ ჯანმრთელობას.
თან რელიეფიც ისეთი გვაქვს რომ დიდი ძალისხმევა სჭირდება პედლების ტრიალს, ძალისხმევა კი აჩქარებულ სუნთქვის და გულის რეჟიმს ნიშნავს.
ამ დროს უფრო მეტი რაოდენობის მავნე აირებს შეისუნთქავს ადამიანი. აქაური მანქანებიდან გამოფრქვეული მძიმე მეტალები პირდაპირ პროპორციულად ზრდის ონკოლოგიურ დაავადებათა რისკს. ამას ემატება უხარისხო (ასბესტის) სამუხრუჭე ხუნდების ცვეთის დროს გამოსროლილი ელემენტები რომელსაც ასევე შევისუნთქვთ. და ვიღებთ "სრულ ბუკეტს"
შეიძლება შემეკითხო სკუტერისტსაც იგივე გზებით ხომ უწევს მოძრაობაო. კიბატონო, მაგრამ სკუტერისტის გასავლელი დრო დაბინძურებულ არეალებში ბევრად მცირეა ვიდრე ველოსიპედისტის, ამავდროულად მისი სუნთქვის რეჟიმი მშვიდია და ამხრივადაც ნაკლებ მავნე აირებს შეისუნთქავს.
მე ყოფილი სკუტერისტი ვარ, ამჟამად მოტოციკლისტი, მაგრამ თამამად შემიძლია გითხრა რომ ქალაქში სკუტერზე მოსახერხებელი და პრაქტიკული გადასაადგილებელი საშუალება ჯერ-ჯერობით არ გამოგონილა.
გოგო ხარ და რამე კარგ 4 ტაქტიან იაპონურ სკუტერს გირჩევდი.
მაგალითად Honda Crea Scoopy, Honda Crea Giorno, Yamaha vino (4t), Honda dio af 62, Honda dio af 68
ძალიან ეკონომიურებია და თვალისთვისაც საცქერად საამო, როგორც დიდი ვაჟა იტყოდა

პირველი სამი რეტრო სტილია, ოღონდ რათქმაუნდა თანამედროვე ტექნოლოგიებით.
This post has been edited by Tobuldar on 7 May 2017, 15:41