კლასიკური მოპედი მარტივი 50 კუბიანი სუსტი ტექნიკაა რომელსაც თან ველოსიპედის პედლებიც აქვს.
ანუ საჭიროების შემთხვევაში ეხმარები გაწევაში.
აი ასეთი სისტემაა

მერე მოდის მოპედის ცოტა სხვანაირი ვერსია რომელსაც მოკიკს ეძახიან,
ეს უკვე ველოსიპედის პედლების გარეშეა და იქოქება კიკსტარტერით, ანუ ფეხის ჩამოსაკრავით, ზოგ შემთხვევაში ელექტრო სტარტერითაც.
ამას უკვე გადაცემათა კოლოფი აქვს და სიჩქარეების გადართვა ხდება მარცხენა ფეხით. ზოგი მოდელის შემთხვევაში საჭის მარცხენა სახელურის მეშვეობით.
ასეთია

სკუტერი იგივე მოტოროლერი განსხვავდება მაგათგან როგორც ვიზუალურად ისე მუშაობის სტილით, ანუ გადაცემათა კოლოფი არ აქვს, არამედ ვარიატორი.
ანუ მზოლოდ გაზს და ტორმუზს ხმარობ, საჭის მარცხენა მხარეს აქვს უკანა ბორბლის ტორმუზი, მარჯვენა მხარეს წინა ბორბლის.
ფეხების დასადებიც განსხვავებული აქვს მოპედისგან, თითქოს იატაკზე გიდევს.
ძრავი დასაჯდომი სკამის ქვემოთ არის მოთავსებული, ანუ ვერ ხედავ როგორც მოპედების და მოტოციკლების შემთხვევაში.
აგრეთვე რეზინის ვარიატორის გაწმენდა არ გიწევს ყოველ 500 კილომეტრში, როგორც მოტოს და მოპედს სჭირდება ზეთით გაპოხვა. ანუ ექსპლოატაციაში მარტივია.
სკუტერები თავის მხრივ იყოფა სხვადასხვა სტილის მიხედვით, ძრავის მოცულობა 50 კუბიდან დაწყებული 500 და ზოგჯერ მეტითაც დამთავრებული.
არის რეტრო სტილის თანამედროვე სკუტერები, აი ვიდზე 60-იანი წლებისას რომ გავს, რომანტიულები რაღაცნაირი.
აი ესეთები



არის სპორტილი სტილის სკუტერებიც


მერე მოდის საშუალო ზომის სკუტერები


გაგრძელება იქნება.......
* * *
შემდეგ მოდის მაქსისკუტერები, ანუ დიდი სკუტერები



ჩვენთან საქართველოში მასიურად შემოდის მხოლოდ 50 კუბიანი სკუტერები, რომლებსაც მართვის მოწმობა არ სჭირდება.
ეს ტექნიკა არის მეორადი 10-15 წლის, მაგრამ თუ იაპონურია მაინც ძალიან კარგი გამძლეები და მუშა მოდელები, ვიდზე ზემოთ ნაჩვენებ მოდელებს ვერ შეედრება რათქმაუნდა, მაგრამ თავის საქმეს აკეთებენ 10-იანზე. მაგალითად honda dio, honda tact, honda lead, honda giorno, honda scoopy, yamaha vino. აი საიტიც, გადაავლეთ თვალი
http://motoclub.ge/ge/ (ამ საიტზე, ყველაზე ძვირი რომელსაც აწერია, ის მოდელები სულ ახალი ჩინურებია, მაგათზე ყურადღებას ნუ შეაჩერებთ)
აგრეთვე შემოდის სულ ახალთ-ახალი ჩინური სკუტერები, ერთი შეხედვით ლამაზები, მაგრამ რეკომენდაციას არავის გავუწევდი, იმიტომ რომ დაახლოებით ერთ თვეში ეწყებათ გამუდმებული პრობლემები. ძალიან უხარისხოა ერთი სიტყვით. 2000 ლარი კიარა სულ ახალში 300 ლარსაც არ გადავიხდიდი, იმიტომ რომ მალე 300 ლარიც დამენანებოდა გადასაყრელად.
ახლა ორ ტაქტიანსა და ოთხიანს შორის რა განსხვავებაა. მოკლედ ეს არის ძრავის მუშაობის ციკლების ვარიანტი.
2 ტაქტიანი არის უფრო შუსტრი ადგილიდან აღებაში, აქვს მარტივი სარემონტოდ ძრავი, ბენზინთან ერთად მოიხმარს ზეთსაც, რომლისთვისაც ცალკე ბაკი აქვს და შემდეგ თავად სკუტერი აზავებს ერთმანეთში ბენზინს და ზეთს, დაალოებით ყოველ 1000 კილომეტრზე 1 ლიტრი ზეთი უნდა ჩაამატოთ. ხმა აქვს ცოტა დიდი ვიდრე 4 ტაქტიანებს, მაგრამ თამამად ვიტყოდი რომ ამ მეორად იაპონურ 2 ტაქტიან სკუტერებს არანაირად არ აქვს მაღალი ხმა. რაღაცნაირად რაკრაკა თუ წკრიალა ხმა აქვთ.
აბსოლიტურად რომ არ გაწყუხებთ ისეთი. მაყუჩიდან ოდნავ ცისფერი ბოლი ყოველთვის დაყვება. ანუ ეკოლოგიურად 4 ტაქტიანისნაირი სუფთა არ არის.
4 ტაქტიანი სკუტერი ადგილიდან აღებაში უფრო ზანტი არის, მაგრამ მერე თავის 60 კმ/ს-ს დებენ თავისუფლად (50 კუბიან სკუტერებზეა საუბარი)
ხმა აქვს ძალიან დაბალი, მოგუდული რაღაცნაირი. ზეთი ეცვლება რამდენიმე ათასი კილომეტრის შემდეგ (როგორც მანქანების შემთხვევაში)
ითვლება რომ ძრავი უფრო ნაკლებადფუჭებადი აქვს და დიდ რესურსზეა გათვლილი, მაგრამ სარემონტოდ უფრო რთულია ვიდრე 2 ტაქტიანის მარტივი სისტემა.
საწვავს მოიხმარს დაახლოებით 1 ლიტრით ნაკლებს ვიდრე 2 ტაქტიანი. ანუ შეგვიძლია ვთქვათ რომ 2 - 2.5 ლიტრზეა საუბარი. ანუ ძალიან ეკონომიურია.
კიდევ რა პლიუსები აქვს სკუტერს?! ე.ი საცობის პრობლემა არ გაქვთ, არც პარკირების, სადაც გინდა იქ მიაყენე.
ხოო კიდევ რა, 2 ტაქტიანები თითქმის ყველა ჰაერის გაგრილებაზეა. ანუ რადიატორი არ აქვს, ასე რომ დიდ დისტანციებზე სასიარულოდ არ არის შექმნილი. ქალაქისთვის ან სოფელში სასიარულოდ არის კარგი, მაგრამ ამით თუ პერმანენტულად ქალაქთაშორის მოძრაობას გეგმავთ, არ არის კარგი იდეა.
თუმცა კიდევ ერთხელ ვიმეორებ რომ იაპონური სკუტერი თუნდაც ძველისძველი ძალიან ბევრ დროს გადაგატანინებთ ერთად.
4 ტაქტიანი სკუტერების უმეტესობა (მაგრამ ყველას არა) მოდელს აქვს წლით გაგრილების სისტემა, ანუ რადიატორი, ანუ ძრავის გადახურების შანსები ძალიან დაბალია.
მოკლედ, კაი რამეა სკუტერი!!! ქალაქში გაცილებით უფრო კომფორტული ვიდრე მოტოციკლი. და დიდ ძრავიანი მაქსისკუტერები ტრასაზე ერთი სიამოვნებაა!!!