დაპირებული მიმიხილვა aprilia sr 150-ის 1000 კმ-ს გავლის შემდეგ.
პლიუსები:
1.დიზაინი (ვერაფერს მიამატებ, ვერაფერს გამოაკლებ) ძალიან ლამაზი სპორტული.
2. სისწრაფე - 120-ს დებს ზურგის ქარის შემთხვევაში. დღეს ორჯერ დავდე, ერთხელ კოდა მარნეულის გზაზე, მეორედ ქალაქში რომ შემოვედი ორთაჭალისკენ ბანზე.
3. ქალაქის საცობებში იდეალურად ლავირებს სულ მცირე გასასვლელის პირობებშიც. უბრალოდ იდეალურია. პეპელა, კიდევ რა ვუწოდო. საოცარია.
4. დიდი 14-იანი ბორბლები. (ანუ მაღალი სკუტერია)
5. მაღალი ქლიარენსი (გადადიხარ ნებისმიერ ბარდიულზე, აგრეთვე უგზოობისთვისაც შესანიშნავი)
6. საწვავის ხარჯი (ზუსტად 3 ლიტრი 100 კმ-ზე)
7. მუხრუჭები უბრალოდ იდეალურთან მიახლოებული ალბათ, სიცოცხლის გადამრჩენელი.
მინუსები:
1. კიკსტარტერი დილით ცივ ძრავზე არ ქოქავს (ანუ გინდ ქონია გინდ არა) ელექტრო სტარტერით დაქოქვის შემდეგ კი. და შემდეგ დღის განმავლობაშიც ქოქავს.
2. დაქოქვისას პადსოსი უნდა ამოწიო და ისე უნდა დაქოქო (მანუალშიც ასე უწერია) მაგრამ თან გაზიც უნდა მიახმარო დაახლოებით 30 წამის განმავლობაში, ზამთარში კი 1 წუთი მაინც, თუარადა ქრება.
3. წინა ვილკა გრუბია, ქვაფენილზე და იამკებში გრძნობ განსაკუთრებულად.
4. სარკეების ხედვა ცუდია, ანუ სულ უნდა ასწორო, მაგრამ მაინც ვერ არის რა. მთლიან სურათს არ გაძლევს.
დღეს შულავერში დავგაზე, ძალიან მაგრა იარა, სოფლის ცუდ გზებზეც დადის აფრიკა თვინივით.





პირველი სერვისი უწევდა 250-დან 700 კმ-მდე. მე 250-ზე გავატარე, გადავიხადე 85 ლარი. შეამოწმეს ბევრი რამე და გამოუცვალეს 700 მლგრ. ზეთი.
შემდეგი სერვისი უწევს 2500-დან 3000 კმ-მდე. ზეთი ეცვლება ყოველ 6000 კმ-ზე.
ზოგადად აპრილიას ამ მოდელის მანუალის წინგში სერვისის განრიგი არის მონაცვლეობითი. არის ფასიანი სერვისი და უფასო.
1, 3, 5 და მე-7 უფასო. ხოლო 2, 4, 6, მე-8 და შემდეგი ყველა ფასიანი. უფასო სერვისი ნიშნავს, რომ მომხმარებელი იხდის მხოლოდ ზეთის ან განრიგით გამოსაცვლელი ნაწილების თანხას. ხოლო ფასიანი გულისხმობს მომსახურება + გამოსაცვლელი ნაწილები. მაგრამ სამწუხაროდ პიაჯიოს ქართულ სადილეროში ყველა სერვისი ფასიანია.
P.S. პოსტი თუ როგორ შევიძინე აპრილია
სკუტერები 5 (post #52021824) This post has been edited by Tobuldar on 24 Mar 2018, 23:48