Scoot scoot ამბობს:
სკუტერების პირველი საყოველთაო შეკრება - “მთელი ქვეყანა ჩვენ ვიქნებით”
გიხმობთ თქვენ, სკუტერთ მფლობელნო რადგან დადგა, დრო გავაერთიანოთ ძალები და ვიამაყოთ, იმით რომ უკვე ძალიან ბევრნი ვართ. შევიკრიბოთ ერთად და გრანდიოზული მსვლელობით დავლაშრქოთ ჩვენი ქალაქი.
ჩვენს შეკრებას არაერთი მიზანი აქვს:
ერთმანეთის გაცნობა და გამოცდილების გაზიარება.
საზოგადოების გარკვეულ ნაწილში, სკუტერებზე არსებული ნეგატიური წარმოდგენის შეცვლა და იმის ჩვენება, რომ ჯიგრები ვართ
მათი წახალისება, ვისაც ჯერ არ ხვდა წილად სკუტერის ტარების ბედნიერება.
ერთმანეთისთვის სიამაყის მუხტის მიცება.
და რა თქმა უნდა, რაც ყველაზე მეტად ასწორებს, ქალაქში დიდი ჯგუფური კატაობა.
ვიკრიბებით სკუტ სკუტის შოურუმთან, სადაც მუსიკასთან, საჩუქრებთან და ბევრ სიურპრიზთან ერთად გავერთობით, ისე როგორც შეგვეფერება. შემდეგ კი განსაზღვრული მარშრუტით, მხიარული ფერებითა და ჭრელი ხმაურით ერთად შემოვივლით ქალაქს.
გპირდებით, რომ შეკრება ყველასთვის დასამახსოვრებელი იქნება, რაშიც დაგვეხმარება, ამ შეკრების გენერალური სპონსორი სოკარი, წყალი ბაკურიანი, თიბისი სტარტაპერი, Eni და კიდევ სხვა მრავალი კომპანია, რომლებიც სკუტერის მძღოლებს უჭერენ მხარს.
გელოდებით 14 ივლისს, 18:00 საათზე, პლეხანოვზე, დ. აღმაშენებლის 164-ში, ძველი კინოსტუდიის ტერიტორიაზე.
მთელი ქვეყანა ჩვენ ვიქნებით!
https://www.facebook.com/ScootScootTbilisi/ This post has been edited by ASIMO on 3 Jul 2018, 17:37