192Poundყველამ იცით რომ გაჩარხული მაქვს ვარიატორი ტაქტზე და კაი ხანია ასე დავდივარ.
პოლიგონალური როლიკები მიყენია და არსად არაფერი არ გამომძვრალა.
ახლა თუ გაინტერესებთ შედეგი გეტყვით.
ჩემს მეგობარს ყავს ახალი ნაყიდი ტაქტი. მაგარ ხოდზეა.
ისედაც ვიცოდი რა მოხდებოდა მაგრამ მაინც გავტესტეთ ორივე.
მოკლედ გაუჩარხავმა გამასწრო ადგილიდან. ასე 50 მეტრი მშორდებოდა მერე მე დავიწყე აკრეფა და 150 მეტრში უკვე კაი მაგრად ჩავუწუილე. ბევრჯერ ვცადეთ. გაგორებულზეც. სწორზეც დაღმართშიც და ა.შ..
თუ პლეხანოვი წერეთელი და ან ვაკე და ეგეთ ხშირ შუქნიშნიან დიდი მოძრაობიან ადგილზე დადიხარ მაშინ გყოფნის და უკეთესიცაა გაუჩარხავი მაგრამ თუ სანაპირო გლდანი ვარკეთილი და ეგეთ ბოლომდე გაზგასაყრელ ადგილებზე მაშინ ჯობია გადააკეთოთ.
მოკლედ გაგიტყდებათ იმდენად ვამცირებ გაუჩარხავ ტაქტებს, დიოებს და ლიდებს გაშლილ გზებზე
დღეს რაღაც ჩინური 50 კუბიანიც დავამცირე სასტიკად. გუშინ ჯიპიესით გავზომე და 75 ვკრიფავ სწორზე.
INGATOმაგ კბილანებს ჯოგი რომ აწერია მაინც წავა ტაქტზე? თან მანდ ორნაირია და სწრაფი რომელი იქნება ხომ არ იცი?