სასტავ დამეხმარეთ. 21 წლის ვარ და მალე დავითრევ სკუტერს 50cc კი ნელია მარა დასაწყისისთვის მინდა რო ასე თუ ისე მივეჩვიო ტარებას. მერე მოტოზე უნდა გადავჯდე. ხოდა რა მაინტერესებს ეხლა ჭირდება ამ სკუტერს მართვის მოწმობა? კიდევ რომელი არის ყველაზე გამძლე? ოღონდ სიჩქარე 80 უნდა ქონდეს. 60 ძაან ზოზინაა. + სად ვიყიდო? მეორადი კარგი რომ იყოს? ისეთი არმნიდა სასტავი რო წერს მაგრად მუშაობს პროსტა ისააქვს შესაცვლელი,ესააქვს შესაცვლელი. ასევე რამდენს წვავს? და ახლები რაღირს? ძაან ძვირია? მგონი ახლის ყიდვა ჯობია ნახმარი მაინც ნიტოა. იქნებ იცოდეთ ახალი სკუტერი ძაან ძვირი რომ არ ღირდეს. კიდევ ვაიდა შემოიღეს კანონში რო პრავა უნდა სკუტერს ანუ რაუნდა ვქნა გადავაგდო? პრავა თუ ავიღე რად მინდა 50cc მოპედი?

ვიყიდი 125cc
მოკლედ მთავარია იყოს გამძლე და ქონდეს 80 სიჩქარე. უფრო მეტ სიჩქარიანიც თუ არის 50cc მთლად უკეთესი.
ეხლა მეორე საკითხი. მომბეზრდა საქართველო მოგზაურობა მინდა იმენა სკუტერით 50cc თ და ვერ გავქაჩავ? ბენზინის და ფულის პრობლემა არ მაქვს. საქართველოდან მინდა თურქეთში გადასვლა, თურქეთიდან ბულგარეთში, ბულგარეთიდან რუმინეთში,რუმინეთიდან უნგრეთში, უნგრეთიდან ავსტრიაში, ავსტრიიდან იტალიაში,იტალიიდან საფრანგეთში,და მთავარი საფრანგეთიდან ჩემს უსაყვარლეს ქალაქში ესპანეთში ჩასვლა

ესაა მთავარი მიზანი რო ესპანეთში სკუტერით ჩავიდე 50 cc თ იმიტომ რომ ნაკლებს წვავს კომპაქტურია გაძრები გამოძრები. ანუ გამიძლებს სკუტერი? 63 კილო ვარ. მოკლედ ძაან ფანტასტიკა დავწერე?
და ბოლო კითხვა ისეთი მართვის მოწმობა არ არსებობს რო ნებისმიერ მოტოზე და სკუტერზე დავჯდე?

თუ არააა ეგრე რომელი პრავა ავიღო რო ნებისმიერ სკუტერზე დავჯდე 50cc და ბოლო cc მდე. ასევე მოტოზე რა პრავა დამჭირდება. ვსო

წინასწარ დიდი მადლობა.
პ.ს. მსურველები თუ ხართ ჩემთან ერთად წამოდით და ვიმოგზაუროთ

ამომივიდა ყელში ქართული კომპლექსები.