hanibalchikჩემს მწირ გამოხდილებას გაგაცნობ
შარშან ზუსტად ამ დროს დავჯექი მოპედზე, მანქანა გამიფუჭდა და თანამშრომელმა მათხოვა Honda Navi
ხო და, ისე გადავირიე, წავედი და საკუთარიც შევიძინე (სულ ახალი მაღაზიიდან)
მერე კიდევ მთლად გადავირიე და 1 თვეში Yamaha MT-09 ვიყიდე

ნავი რატომ მომეწონა - ტაბურეტკასავით არ ზიხარ, პატარა მოტოციკლივით არის, გარეგნულატაც მაგარი სიმპატიური ტიპია
110 კუბიანი ძრავი აქვს, 80-ით დარბის და თან კარგად დარბის.
ძალიან მკაფიო მანევრი აქვს, ტარების ხისტი მანერა მაქვს და ექსპერიმენტებს ვატარებ ხოლმე, ამასწინად მოვცურდი მოსახვევში, ოღონდ ისე მოვცურდი რომ დაცემა არ მიგრძვნია
იმდენად წამომყვა, თან ცივ ასფალტზე, რომ უბრალოდ დავწექით და ერთად მივცურავდით მერე

ამ 1-2 თვის წინ ვნახე ტიპი, რომელსაც 70 000 ჰქონდა უკვე გავლილი (გლოვოს კურიერი იყო)
სერვისში ვიყავი 2 კვირის წინ და იქ მითხრეს - ტიპი იყო მოსული 50 000 გარბენით და პირველად შეცვალა ხუნდებიო

მეც ხუნდებზე ვიყავი და რომ მოხსნეს თვალი, ავაწყობინე ისევ, არ იყო გაცვეთილი (54000 აქვს ჩემსას გარბენი).
პრობლემები და კაპრიზები არ შემიმჩნევია, ზეთს ვუცვლი 1000 კილომეტრზე (700მგ ჩადის) და ეგაა რა
რამდენს წვავს არ ვიცი (რა ვიცი არ ვითვლი რა), ალბათ 3 ლიტრს.
ოფ როუდზეც გამოვცადე, ვენახებში მივლია კახეთში ტალახებში, ბაკზე დაჯდები და ყველგან გადის

მთაში ვიყავი ასული, აი იმენნა ენდუროთი რომ უნდა იარო, ქვა-ღორღიან გზაზე, მანდაც წარბშეუხრელად ავირბინეთ.
მოკლედ კაი ტიპია რა

2500-ლარისკენ ყიდიან ხოლმე თუ მოასწარი და შენიშნე გასაყიდათ (თავ-პირის მტვრევა აქვთ), ახლები ამ ეტაპზე აღარ გამოდის
თითქოს აპირებენ ისევ გამოშვებას, მაგრამ როდის არ ვიცი.
აი ეგეთი ამბავია რა, რაც გამომიცდია იმას ვუწევ რეკომენდაციას.