მთავარია შენ არ გიტყდებოდეს.
არადა 2 ბორბოლაში გასატყდომი ნაღდად არაფერია, გინდ ველოსიპედი იყოს და გინდ სკუტერი.
მთელი სიცოცხლე მანქანებზე ვზივარ, მაგრამ მხოლოდ ორმა ბორბალმა გამიფერადა ცხოვრება.
შენ 50 cc- უპრობლემოდ გატარებს აღმართებშიც და ყველგან, მაგრამ მაინც 125-იანს ან 150-იანს ვიყიყიდიდი შენს ადგილას.
Percussions_Lpგუშინ თამარ მეფიდან ჩელიუსკინელების ხიდი და მერე გმირთა მოედანზე მთელი ესტაკადა ისეთი საცობი იყო, მანქანები პრაქტიკულად გაჩერებული იყო.
ხოდა ეს ჩემი ჰონდა 1 წუთიც არ გაჩერებულა

ჯერ მარცხნივ, მერე ესტაკადაზე მარჯვნიდან ისე ჩავუარე კოლონას რომ ალბათ ავტომობილისტები თეთრმა შურმა შეიპყრო

გუშინვე ჭავჭავაძეზე უნივერსიტეტის პირველ კორპუსთან რაღაც დიდმა ბაიკმა ჩამიქროლა და სულიერი ძმის სიგნალიც მომცა

მივეცი გაზი და ვეცადე დავწეოდი, მელიქიშვილზე ბევრი მანქანა მოძრაობდა და ამ ნაკადში იმენა საკაიფოდ ავედევნე ჩემი მოკრძალებული 50-60 სიჩქარით. მაგრამ მინდა ვთქვა რომ მანქანების ლაბირინთებში ტოლი არ დაუდო ბაიკს და იმენა კუდზე ვეჯექი, მძღოლებს ეგონებოდათ რომ ესენი ერთი კამანდაა და რბოლა აქვთ გამართულიო.
მერე მან ფილარმონიასთან ჩაუხვია და კიდევ ერთხელ მივუსუგნალეთ ერთმანეთს

გაღიმებულიმა განვაგრძე გზა მთაწმინდისკენ.
P.S. მთელი ღამე მოტოციკლეტი მესიზმრებოდა...