2 ტაქტიანის
პლიუსები:
1. უფრო "ფიცხელაა" აჩქარება უფრო სწრაფი აქვს.
2. წყლის რადიატორი არ აქვს, ჰაერის გაგრილებაზეა. ზედმეტი საპრობლემო ფინტიკლუშკა აკლია.
მინუსები:
1. ძრავს უფრო ნაკლები რესურსი აქვს და სავარაუდოდ 2-3 ათას კილომეტრზე კოლცო-პორშინის გამოცვლა სჭირდება.
(მაგრამ მინახია ჰონდა ტაქტი რომელსაც 7 ათასზეც არ ჰქონდა გამოცვლილი) მოკლედ ინდივიდუალურია რა, თუ ნორმალურად მოიხმარ შეიძლება კარგადაც გემსახუროს.
2. უფრო დიდი ხმა აქვს 4 ტაქტიანთან შედარებით (მაგრამ ჩემი აზრით, 2 ტაქტიანს უფრო წკრლიალა და საკაიფო ხმა აქვს, 4-იანს უფრო რაღაცნაირად მოგუდული და არასექსუალური

)
3. ზეთის დამატება გჭირდება თვე-თვენახევარში ერთხელ, რადგან ეს ბენზინთან ერთად ზეთსაც წვავს. (მაგრამ პლიუსი ის არის რომ ზეთის ბაკი ცალკე აქვს და დამოუკიდებლად ურევს ერთმანეთში)
4 ტაქტიანის პლიუსი ის არის რომ ძრავს დიდი რესურსი აქვს, ზეთს ასხამ მანქანასავით, ანუ რაღაც გარკვეული კილომეტრაჟის შემდეგ უბრალოდ ცვლი ზეთს. მაგრამ უფრო ნელია ვიდრე 2 ტაქტიანი.
ყველაზე დიდი პლიუსი ის არის რომ უფრო ეკონომიურია, საწვავს უფრო ნაკლებს მოიხმარს.
უმეტესობა წყლის რადიატორზეა და სულ უნდა აკონტროლო, რომ არ მოაკლდეს. ეს მინუსია, მაგრამ დიდი მანძილების გავლისას გაჩერება და გაგრილება არ დაგჭირდება როგორც 2 ტაქტიანის შემთხვევაში. (ვგულისხმობ 100-200 კილომეტრის შემთხვევაში)
მაგრამ სკუტერი ხომ იდეაში ქალაქში სამოძრაო ტრანსპორტია.
კიდევ რა? თუ რამე გამომრჩა დაამატებენ ალბათ სკუტერისტები.