ginesicha:\
რა ანიმაცია მაგას უნდა
დაქოქე, სპიდომეტრზე მწვანედ გინთებს ნეიტრალს, ანუ ნეიტრალში როცაა, ახალ ბაიკებს სიჩქარის მაჩვენებელიც აქვს.
დაჯექი, მოუჭირე ცეპლენიას, მარცხენა ხელზე აქვს ცეპლენია და მარცხენა მხარესვე აქვს სიჩქარეების გადამრთველი(ამას დავარქვათ ჯონი), ფეხით ირთვება სიჩქარეები.
მოუჭერ ცეპლენიას, ჩააჭერ ქვევით ჯონის, გაუშვებ ნელ-ნელა ცეპლენიას და ცოტა გაზს შეაპარებ, მოტოციკლი დაიძვრება.
გაიარე ასე 10-15 მეტრი, აუშვი გაზს, მოუჭირე ცეპლენიას და ჯონის ამოკარი, გადავარდება მე-2-ში და გააგრძელებ გზას. მე-3-ში, მე-4-ში, მე-5-ში და მე-6-შიც ანალოგიურად გადართავ როგორც გადართე მე-2-ში.
ანუ ასეთია პრინციპი
6
5
4
3
2
N
1
მე-2-ში ჩაგდებისას ჯონის ცოტა მაგრად უნდა ამოკრა, იმიტო რო პირველიდან მეორეში სანამ გადართავ, შუაში ნეიტრალი გვხვდება.