დღეს ამომივიდა ყელში ჩემი ბაიკის ისე დატოვება და დავიწყე შეკეთება, ჯერ ამის კუჩები ვერ ვნახე სახლში კი იყო მაგრამ სქელები ამაზე პატარები მიდის და ვითხოვე,
გამოვუშვი ზეთი და კუპრივით შავი იყო, მერე მოვხსენი მარცხენა მხარე სადაც აპარებდა ზეთს ანუ სტარტერის მხარე

გავწმინდე გვერდები, მოვაცილე მიმწვარი გერმეტიკი, ვინ იცის როდინდელი იყო,

არანაირი დაზიანება არ ჰქონდა ხუფს, მაგარი მიკვირს საიდან აპარებდა,
ეხლა ავაწყვე და მიდევს ისე ხვალ გავალ ზეთს ვუყიდი და ვნახავ ისევ თუ გაუშვა აღარ ვიცი რისი ბრალი შეიძლება იყოს, თან დავაცდი სადღაც 16 საათი და კი ეყოფა ეგ დრო,
მერე სავარაუდოდ ელიავაზე მომიწევს წანწალი და პრაკლადკის ძებნა იგივე კარდონის და გამოჭრა

,
ზემოთა მხარიდან მგონი ვერ გააპარებდა სულ სავსე ხომ არაა ეგ ადგილი ზეთით, სადღაც ნახევრამდე ხო იქნება? გამოდის ქვემოთა მხარეს ისეყო რაღაც ცუდად გაკეთებული ან უკვე დამწვარი გერმეტიკი და ეგ ადგილი უშვებდა სიარულის დროს,
რამე იდეები თუ გაქვთ შემომთავაზეთ რატო ჰქონდა ეს პრობლემა

და მოგვარების სხვა რამე ხერხით როგორ შეიძლებოდა გაკეთება,
ხელებიდან დაწყებული ფეხებამდე გერმეტიკში ვიყავი ამოზელილი

,
მადლობა
Halen სატელეფონო კონსულტაციისთვის