კი მანქანა დაგეხმარება, იქედან გამომდინარე რო გეცოდინება სიჩქარეში გადართვისას სცეპლენიას როდის და როგორ უნდ გაუშვა ხელი და გაზი როგორ უნდა შეაპარო. მანევრირებაში არანაირად, უბრალოდ მანქანით რო დადიხარ ასე თუ ისე იცი შენს გარშემო მყოფი მძღოლები რას გააკეთებენ, რა მანევრს აპირებენ და გაითვალისწინებ.
თემას რაც შეეხება, მიტარებია სტრიტიც კროსიც, ენდურო კროსიც სპორტიც ჩოპერიც.
ვერცერთს ვერ შეადარებ სხვა დანარჩენს მიუხედავად იმისა რომ ყველა ორ ბორბალზეა.
ჩემთვის პრიორიტეტის მიხედვით რომ დავალაგოთ ესე იქნება
1) კროსი (თავისთავად ქალაქში არა. მაგრამ სუპერმოტო რო იყოს სიამოვნებით 1) სპორტი
2) ენდურო, სტრიტი (სტრიტი სტრანნი იყო, ბადრიჯნის ფორმის ბაკი ქონდა და როგორც არ უნდა დავმჯდარიყავი ღირსება ზარალდებოდა

)
3) ჩოპერი.
კროსი იმართება სასწაულად, ჩუსტივით გაცვია, თავის მოტრიალება არ გიჭირს, ხედვის არეალი ბევრად დიდია ვიდრე სხვა ნებისმიერ მოტოზე, სიმძლავრეც საკმაოდ კარგი აქვს 125-საც კი.
სპორტის შემთხვევაში ხედვის არეალი ბევრად მცირეა, სიმძლავრე ბევრად დიდი. ალბათ ამ უკანასკნელის გამო ძალიან შთამბეჭდავია. სულ სხვადასხვა კაიფი აქვს კროსს და სპორტს მაგრამ რთულია არჩევნის გაკეთება))
ჩოპერი... ალბათ ასაკთან ერთად მოვა... თან ჩოპერით ქალაქში სიარული საკმაოდ რთულია, ნუ ჩემთვის მაინც.
კაცია და გუნება უბრალოდ ჩვენთან შავი პიცოტის მოდა რო იყო/არის ძირითადად ეგეთ პონტშია სპორტი, ვისაც სამარიაჟოდ უნდა ყველა მშვიდობით ატაროს ღმერთმა, რეშკაზე რო არ ეცემიან პირველივე დღეს ეგეც კაია უკვე.
ჩვენ უბრალო მოკვდავებს კი წყნარი სიარულისკენ და დაფიქრებული მანევრებისკენ მოგიწოდებთ.
გარაჟში 2 მოტო აყენია სპორტი და სუპერმოტო, იქეთ კვირიდან პრავას რო გამოვიტან არჩევანს გავაკეთებ სუპერმოტოს სასარგებლოდ

ნაკლებად ზიზილ პიპილოა მაგრამ მე ჩემთვის ვატარებ და არა იმისთვის რო ქუჩაში ვიღაცა გავაოცო