Evo_PoWeRრაო რა მითხარი, აგვ აქვსო ერთი ზომით დიდი უნდა გამოიწერო რო მოგერგოსო? და იქსელს ვხმარობო, თავგასიებული ყოფილხარ და ეგაა

მოკლედ მაღაზიაში ვიყავი. სუნთქვა შემეკრა როცა ჩაფხუტებზე სეილი დავინახე, 230 $ იანი ჩაფხუტები 110 ღირდა, ვეცი ავარჩიე, კონსულტანტმა ტიპმა ბაიეკრი იყო , გამიზომა თავი 55 სმ და სმოლი გინდაო, სმოლი რომ ჩამომაცვეს ჯერ ხომ მარცხენა ყურზე ჩემი 7 საყურე ამეხა, და მერე თავის ქალა და ორივე ყვბის ძვალი ჰუკის კანონით შემეკუმშა

შემდეგ ჩემი სურვილით მოვიზომე მედიუმი და ამოვითქვი სული, მეთქი მედიუმს ვიღებთქო. მედიუმი ოდნავ აი თუ ძალას დაატანდი მოძროაბდა 2-5 მილიმეტრი, ირყეოდასავით და სმოლში ფიზიკუ-სულიერად ჩატენილი ვიყავი. ავიღე მედიუმი, აგრეთვე 80$ იანი ხელთათმანი 30$ ვიყიდე, სერიოზული სეილი ქონდათ, ალპინესტარის კურტკა რომელიც მე მინდა 250$ ღირს, მანდ 130-150 იყო, უბრალოდ ვარდისფერში არ მინდოდა. მოკლედ ჩაფხუტით, სამუხლეებით და ხელთათმანით მივედი უნდა გადამეხადა ისე, ეს ტიპი დამადგა და მეუბენბა მემ საკუთარ სიცოცხლეს რისკავთო, ჩაფხუტს კომპორტისთვის კი არა უსაფრთხოებისთვის ყიდულობო, გაიწევს ეგ ჩაფხუტი და შეეჩვევიო. მეგობარ ბიჭთან ერთად ვიყავი და იმან რისკავო და შანსი არაა მედიუმის ყიდვისო, მომიტანეს სმოლი, ისევ ჩავეტენე და საშინელება იყო. გული მოვიყვანე და არ მინდა არცერთითქო და დავტოვე ასე ჩემი ჭყიტინა ფერებიანი ჩაფხუტი. ერთი კი მაქ გამოწერილი, მედიუმი, მაგრამ ეგ პასაჟირითვის მექნებოდა
მოკლედ, ვისაც გავქთ აგვკ3 ჩაფხუტი, პლიიზ, თავი სანტიმეტრებში რო მითხრათ და რა ზომას ხმარობთ? და ესე არანორმალურად უნდა გიჭერდეს ჩაფხუტი?
და კიდევ, საიტებზე ზე გაბერილი ფასებია მოტო ტანსაცმლის,4 მაღაზიასი ვიყავი და სეილებიც იციან და უფრო დაბალი ფასები იყო.