leo_chelo$2.4 მდე დაახლოებით, მისახედი არაფერი არ აქვს და კარგ მდგომარეობაშია. როგორც ვიცი არც იაფია და არც ძვირი, ნორმალური ფასია. თუ კარგად ვისწავლი ტარებას მომავალი სეზონის შუა პერიოდში განვაახლებ და ისეთს ვიყიდი როგორიც მომწონს. წესით თუ არ დავაზიანე და ისევ ასეთ მდგომარეობაში იქნება ამის გაყიდვისას ბევრს არ ვიზარალებ
* * *
სად შევიძინო ეკიპირება რას მირჩევთ? კასკა კი მაქვს მაგრამ ოდნავ მიჭერს და არ ვარ კომფორტულად და მირჩევნია რამე სხვა ვიყიდო, ასევე საყიდელი მაქვს ხელთათმანები და რამე კურტკა
კურტკაზე რას მირჩევთ, ერთ ერთი ვარიანტია რომ "ჩერეპახა" ვიყიდო და გარედან რამე ჩვეულებრივი კურტკა გადავიცვა. ასე თუ გიხმარიათ ვინმეს "ჩერეპახა" და გვიან შემოდგომაზე რამდენად კომფორტულია?
კურტკებიც ვნახე ჩვენთან სპორტულ მაღაზიებში 200-250 ლარი ღირს, ალპინსტარი კი აწერია მაგრამ ჩინურებია

ვინმემ ხომ არ გაგიტესტიათ როგორია ეგეთი კურტკები?
პ.ს. ჯერ მინდა რომ პირველად რამე საშუალო ეკიპირება დავითრიო (მთავარია კარგად დამიცვას და ვიდს იმდენად არ მივაქცევ ყურადღებას)