გამარჯობა, მოტოციკლი იაპონიიდან ჩამომიყვანა CarlandGeorgia-მ 11 თვის წინ, სულ დამიჯდა 3600$, აქედან მარტო განბაჟება დაჯდა 615$, გავლილი ჰქონდა 3431 კმ, ახლა გავლილი აქვს მხოლოდ 7167 კმ. ამ ბაიკის პლიუსები: არის 2013 წლიანი, ბევრ სკუტერზე უფრო ეკონომიური საწვავის ხარჯით, არის ელექტრო სპრისკზე და 100 კმ-ზე მხოლოდ 3,5 ლიტრს წვავს, სულ თუ გაზაობ 4 ლიტრს მაინც ვერ ააცილებ, მე სულ 3,5 მიწვავს. ქალაქის საცობებში სკუტერივით ლავირებს, არის მჩატე 165 კმ. მიუხედავად 1 ცილინდრისა 170 კმ-ს ანვითარებს, ორი კაცი 150-ით გვივლია ავტობანზე.აქვს ABS და combi brake system რომელიც არის უკომფორტულესი როგორც დამწყებებისთვის ასევე პროფებისთვისაც. ძალიან დაბალი ხმა აქვს, დილით რომ გავდივარ სახლიდან მეზობლებს არ ვაღვიძებ ძრავის ხმით, რომ შეხედავ მიუხედავად 250-იანი ძრავისა, სრულფასოვანი ბაიკის ვიდი აქვს. სპორტ ბაიკის სტილი კი არის, მაგრამ მათგან განსხვავებით საჭე დაბლა არ აქვს და წამოწოლილი არ გიწევს სიარული, არამედ სტრიტის დონეზე წამოწეული საჭე აქვს და ზურგიც 90%-ით გასწორებული გაქვს, არ იღლები ტარებისას. ანუ სტრიტი უფროა ვიდრე სპორტი. ახლა მინუსები: სამწუხაროდ ბაკის კედლებზე აღმოაჩნდა ყავისფერი ნადებები, ეტყობა იაპონიაში საწვავის გარეშე ეყენა დიდი ხანი ამის მფლობელს. ხოდა ამ ბაკის გაწმენდა დამჭირდა 2-ჯერ ამ 11 თვის განმავლობაში, ანუ ჭუჭყი და ჟანგის მასალა ჩააქვს ბენზონასოსთან და ხანდახან "დიორგანიები" აქვს, გუშინ გავაწმენდინე იამაჰას ცენტრში გოჩასთან, დაჟე მაგნიტებიც დამიმაგრა ბენზონასოსის გვერდით, ჟანგს მიიკრავსო, მაგრამ მომავალში ბაკი შეცვალე აუცილებლადო, შუა ფარის სანათური არ მუშაობს (გვერდითა 2 თეთრი კი) ღამით მაინც ანათებს ქალაქის ქუჩებში. ვიდზეც სვეჟია თუ არ ჩავთვლით მცირე ნაჩხაპნებს რომელიც თითქმის შეუმჩნეველია. ბაკის გამოცვლის გარეშეც ივლით ამით, მაგრამ თუ გამოცვლით დაისვენებთ, ამიტომ ფასში გამოვაკლებ ბაკის ფულს და სანათურის (ლამპოჩკა) ფულს. ვიმეორებ გადახდილი მაქვს 3600$ (რომელშიც შევიდა ყიდვა+ტრანსპორტირება+განბაჟება და გამყიდველი კომპანიის მოგების მარჟა) ფასი შეთანხმებით, თქვენც რომ გიღირდეთ და მეც. ბუნებრივია რაც დამიჯდა იმაზე ნაკლებად გავყიდი. გეყოლებათ ულამაზესი, უეკონომიურესი ბაიკი, ყველას რომ მოსწონთ, გოგონებს, სტუდენტებს თუ ტურისტებს.
ვყიდი იმიტომ რომ მთაში მიწევს სიარული და ამას იქ სასიარულოდ არ და ვერ გავიმეტებ, ენდურო უნდა ვიყიდო.
დამიკავშირდით მხოლოდ რეალური მყიდველები, ლევანი 599 88 58 58
დავდებ იუტუბის ვიდეოს, სტამბოლის საცობებში თუ როგორ ლავირებს ეს ჩემი მოდელი მოტო.
https://www.myauto.ge/ka/detail/26373765 This post has been edited by Tobuldar on 21 Sep 2017, 17:02