გამარჯობა მეგობრებო
რამდენიმე კითხვა მაქვს:
თავიდან ვაპირებ 125იანზე სწავლას, ოღონდ არ მინდა სპორტული ბაიკი, დირტ ბაიკის მუღამზე ვარ.
მაინტერესებს რამდენად კომფორტულია 125იანი ბაიკით გადაადგილება ქალაქგარეთ? აი მაგალითად რაჭაში ასასვლელად. აღმართებზე ძაან ხო არ გაუჭირდება, ძრავი ხო არ გადაუხურდება და ზოგადად არსებობს თუ არა იმის საშიშროება რომ სადმე ჩამტოვებს?
ასევე მაინტერესებს რამდენად რეალურია 125იანი ძრავით მთებზე ასვლა და ამა თუ იმ ადგილის დალაშქვრა.
2 ადამიანს ქალაქში გაქაჩავს თუ ძაან დაიტანჯება?
ზოგადად მოტო მინდა იმისთვის რომ გადავაადგილდე სწრაფად და ეკონომიურად. სწრაფ გადაადგილებაში არ ვგულისხმობ 300ით სიარულს. ვგულისხმობ საცობებისგან თავის დაღწევას. დირტ ბაიკი კი მინდა იმისთვის რომ რაც შეიძლება მეტი ადგილი ვნახო საქართველოში და სადაც ფეხით 1-2 დღეა საჭირო, ბაიკით რომ ავიდე რამდენიმე საათში (მაგალითად აბუდელაურის ტბები)... ანუ ბაიკი მინდა მოგზაურობისთვის და ოფროუდისთვის და 125იანი რამდენად რეალურია ამ ყველაფრისთვის?
უფრო დიდ ძრავზე 2 მიზეზის გამო არ ვფიქრობ:
1. არ მინდა პირდაპირ რაკეტაზე დავჯდე და მერე საიდანღაც ამფხიკონ
2. 22 წლის ვარ და კანონმდებლობით მხოლოდ ა1 მართვის მოწმობის აღება შემიძლია
და რაც მთავარია, დაახლოებით რა ფასებია 125იან დირტ ბაიკებზე?
აი ეს მოტო მომწონს ძაან. როგორც ერთ-ერთ ვიდეოში ამბობს 125იანიაო და იმენა ისაა რაც მე მინდა
დაახლოებით ასეთი ტიპის ბაიკს რამდენად დავითრევ?
This post has been edited by lukako93 on 19 Jun 2015, 03:06