ხალხნო და ჯამაათნო

გამოცდილ ბაიკერთა კონსილიუმის მოწვევით

მინდა გავიგო პასუხები ჩემთვის მეტად მნიშვნელოვან საკითხებზე, კერძოდ: 600 კუბიანი სპორტ ბაიკების სეგმენტში ქვემოთ ჩამოთვლითაგან, რომელი მოტოა ტექნიკურად ყველაზე დახვეწილი, იქნება ეს ძრავი თუ სხვა მაჩვენებელი, რამდენად უპრობლემოა და ა.შ. ერთი სიტყვით შედარებითი დახასიათებები რო დავდოთ

გარკვეული ინფორმაციები ნეტში მეც მოვაგროვე, თუმცა გამოცდილების გაზიარება ნამდვილად არ მაწყენს.
Kawasaki Ninja ZX-6R, aka ZX636 2003-2005 წწ წარმოებული,
Yamaha YZF-R6 2003-2006 წწ წარმოებული.
Honda CBR600RR 2003-2004 წწ წარმოებული. ეს უკანასკნელი როგორც ვატყობ ზემოთ ჩამოთვლებთან შედარებით ძვირია.
ძალიან მომწონს ვიზუალურად ასევე Yamaha R1 2003-2004 წწ წარმოებული, თუმცა როგორც ვატყობ გაბარიტებით შედარებით დიდია ვიდრე მისი 600 კუბიანი ნათესავი

და ეგ ფაქტორი (და არა ძრავის მოცულობა) ჩემთვის არც თუ ისე მისაღებია.
იქიდან გამომდინარე, რომ მე ამ ეტაპზე ბაიკების მიმართულებით დიდი ცოდნითა და გამოცდილებით ვერ დავიკვეხნი, 600-იან კატეგორიაში არ გამოვრიცხავ არსებობდეს ჩამოთვლილ მოტოებზე უკეთესი ვარიანტები, ასე რომ ასეთის არსებობის შემთხვევაში, არ მოგერიდოთ რეკომენდაციის გაწევა