სასტავს გაუმარჯოს. მოკლედ თქვენი დახმარება მჭირდება ძალიან. დამადგა საშველი და როგორც იქნა ბაიკს ვარჩევ ყიდვა მინდა. მიუხედავად სეზონისა ამ შანს არ ვუშვებ
ეხლა რა ხდება ბაიკი მჭირდება A-B პუნკტში ძალიან ჯიგრულად სასიარულოდ. სიჩქარე არ მჭირდება ვაბშე, ნუ სკუტეერიც არ მინდა. 80 კმ ზე ზემოთ აქ მაინც ვერ ვივლი ვერსად გასაგები მიზეზების გამო, ამიტომ ტყვილა ბენზინის ხარჯიც არ მინდა მარტო იმის გამო რომ 0-80 მალე ავკრიფო, არ ღირს მაგდენი

მოკლედ მინდა ან Honda Varadero 125cc(ძაან დიდი ხანია მინდა)
15 ცხენიანია 2 ცილინდრიანი წყლის გაგრილებით და წონაც სადღაც 140 კგ. ამასწინებზე ვიჯექი და საკმაოდ მესიამოვნა, ცოტა უგზოობაშიც კაი სათამაშოა თითქოს

და მეორე ვარიანტი
Honda CBF 250cc
22 ცხენი 1 ცილინდრი ჰაერის გაგრილება წონაც იგივე პრინციპში 138 კგ.

Varadero-ს ასე თუ ისე კარგად ვიცნობ ვიცი რაცაა პრობლემა ისაა რო აქ ცოტა გამიჭირდა მოძებნა და 2000კმ ს გავლა ვერ მინდა

ისევ ლოკალურად უნდა ვიპოვო რამე ხოდა CBF-ი უფრო ადვილი საპოვნია. მოკლედ რას იტყვით აბა მცოდნეებო