მეგობრებო მოგესალმებით, გილოცავთ ახალ წელს და გისურვებთ წარმატებებს!
ამ თემაში მსურს მცირე ისტორია გაგაცნოთ ჩემი და ჩემი მოტოციკლეტებთანთან ურთიერთობის გამოცდილებაზე და ასევე გარკვეული რჩევები მოგცეთ Honda cb600f (Hornet) 2002 წლის მოდელთან დაკავშირებით. იმედი მაქვს არ დაგჭირდებათ, მაგრამ ყოველი შემთხვევისთვის..
2 წლის წინ შევიძინე Honda Dio 50cc მოპედი და ზაფხულში ვცდილობდი 2 ბორბლიანი და ძრავიანი სატრანსპორტო საშუალების მართვას დავუფლებოდი, რომელიც მალევე გავყიდე ავიღე მოტოს მართვის მოწმობა და ვიყიდე Suzuki GSF600 (Bandi) 2001 წლის. ჩემი ხასიათიდან გამომდინარე, მცირე ვიზუალურმა და ტექნიკურიმა პრობლემების და ასევე დროის არ ქონის გამო, მალევე გული ამიცრუვდა ამ მოტოზე და 6 თვის თავზე ესეც გავყიდე თავის ახალ ნაწილებთან ერთად, დავამატე გარკვეული თანხა და იტალიიდან გამოვიწერე Honda Hornet -ი.
ვისაც ფორუმზე ჩემი პოსტები წაკითხული აქვს, ეცოდინება რომ 3 თვის 1 კვირის და მრავალი ტანჯვის შემდეგ, ეს მოტო ჩამოვიდა და მცირე დროით ვიყავი ძალიან ბედნიერი, მანამდე სანამ არ გადავწყვიტე რომ ჩემით შემეცვალა აალების სანთლები. პროცესში სანთლის ამოსაღებ უხარისხო ხელსაწყოს მოტყდა მცირე ზომის რკინის ნაწილი და ჩავარდა წვის კამერაში.. ასევე დავადგინე რომ ხელსაწყო მაგნიტთან არ მეგობრობს და ავნერვიულდი.
ბევრი ფიქრის და მცდელობის შემდეგ, გამოვიძახე ევაკუატორი დავამაგრე მოტო და წავიყვანე ხელოსანთან, შეთანხმებულ დროს ვპასუხობ ზარს და ვიგებ რომ ძრავის სახურავის ახდის შემდგომ შიგნით არაფერი არ არის. ისევ ვნერვიულობ. არ დავიჯერე მივედი და ნუ მართლაც ვერ ვპოულობთ.
კარგი ამბავი: გავარკვიეთ რომ „კლაპნის სალნიკები“ დამუშავებულია და ზეთს აპარებს, კარბურატორი გასაწმენდია და დასასინქრონიზირებელი, ძრავის ცეპის დამჭიმი ცუდად ფუნქციონირებს და გამოსაცვლელია.
ცუდი ამბავი: ძრავი პრინციპში ტყუილად დავშალეთ, ნაწილების გამოწერას და შემდგომ აწყობას ვერ ვასწრებ რადგან მოტო რუსთავშია განბაჟებაზე წასაყვანი. ექსპერტიზა, მომსახურების სააგენტო და სააგენტოს ექსპერტები ერთმანეთთან მაგზავნიან და ვერ მცემენ პასუხს - მოტოს ტრანსპორტირების გარეშე (რაღაც საფასურის ნაცვლად) შეიძლება თუ არა მისი დაუსწრებლად განბაჟება.
იძულებული ვხდები ხელოსან ავაწყობინო მოტო და ამით წავიდე რუსთავში. ასეც ვიქცევი.
გზაზე საკმაოდ ყურადღებით ვუყურებ ტემპერატურის მაჩვენებელს, რომელიც უფრო მეტს აჩვენებს ვიდრე მანამდე სანამ დავშლიდით ძრავს. გზაზე მრავალი გაჩერების (ძრავი რომ არ გადახურდეს) შემდეგ ჩამოვდივარ განბაჟებული მოტოთი თბილიში და მიმყავს ისევ ხელოსანთან შემდეგი პრობლემებით: 1. ე.წ. „ გალოვკის პრაკლადკასთან“ უსვია ძალიან ბევრი გამოჟონილი წითელი ლაკი, რომელიც სითბოზე წეპვადი, ხოლო სიცივეზე მინასავით კრისტალური ხდება. 2. ყრუდ მესმის კლაპნის ჩხრიალის ხმა. 3. ძრავი ბრუნვების რიცხვი თამაშობს 4. გადახურების საშიშროების პრობლემა. 5. და ყველაზე საშიში, რადიატორში ახალ 50 ლარიან ანტიფრიზთან ერთად ვხედავ თეთ-წითელ ქაფს..
ძალიან რომ არ დაგღალოთ, არის შემდეგი სიტუაცია: სამ სხვადასხვა ადგილზე „კლაპნის“ დამჭერი cotter -ი ცალი „სუხარიკი“ ამოვარდნილია ბუდიდან და სარქველი მხოლოდ ერთს უჭირავს, რის გამოც Shim -ი აწეულია ასევე ზემოთ და კლაპანი მილიმეტრის დიაპაზონში მუდმივად ღიაა - ვინაიდან გამანაწილებელი ლილვი მუდმივად მიბჯენაშია ზედაპირთან.
„გალოვკის პრაკლადკაზე“ შემაწებებლად ნახმარია დიდი ოდენობით ტექნიკური ლაკი, რომელმაც დიდი ალბათობთ გაგრილების სადინარი მილები და ნახვრეტების დიამეტრი დააპატარავა. რადიატორში გადასულია ზეთი (არ ვიცით საიდან).
შოკში ვარ.. ხელოსანი მამშვიდებს და მთავაზობს თავიდან ავაწყოთ……
გამოვიძახე ევაკუატორი და წავიყვანე საკუთარ ავტო-ფარეხში. თუ გინდათ რომ კარგად მუშაობდეს რამე, თვითონ უნდა კააკეთოთ. ამოვბეჭდე service + user manual-ი და შევუდექი საქმეს.
ხელსაწყოები:
1. ქანჩების კომპლექტი (მეგობრებმა მაჩუქეს

)
2. 2 სხვადასხვა დიაპაზონის ნიუტონ-მეტრიანი ქანჩი, უნივერსალური გადამყვანებით (გამოვიწერე)
3. „ატვიორტკების“ და სხვა ხელსაწყოების კომპლექტები. (ელიავა + amazon)
4. „კლაპნების“ ამოსაპრესი ხელსაწყო, ჩემით გავაკეთე ფიცრების შესაწებებელი ხელსაწყოთი და სანტექნიკის მილის ნაჭრით.
5. 50სმ სახაზავი ლითონის მსხვილი (სასურველია ISO) გალოვკის და ბლოკის გამრუდებაზე შესამოწმებლად.
6. ელექტრო სახაზავ-შტანგელი.
7. „ზაზორების“ შესამოწმებელი ფირფიტების ასხმა.
8. მრავალი წვრილმანი და ხსნარი გასარეცხ-გასაპოხად..
ახალი ნაწილები: (partzilla.com, www.cmsnl.com - ძლიან მნიშვნელოვანი ინტერნეტ მაღაზიები)
1. „გალოვკის კრიშკის პრაკლადკა“
2. „გალოვკის პრაკლადკა“ - ახალი აუცილებლად, არავითარ შემთხვევაში არ გამოიყენოთ იგივე რაც მანამდე ძრავზე ეყენა!!! არც ლაკი არც საღებავი და არც „შკურკა“.
3. 32-ვე „სუხარიკი“ მეტობით
4. 16-„კლაპნის სალნიკი“ მეტობით
5. ბარემ ცეპის დამჭიმის და თერმოსტატის პრაკლადკები.
6. ძირითადი და დამხმარე (პატარა ღრუბელი) ჰაერის ფილტრები.
7. უკანა ფარი - პ.ს. აქ 90 ლარად მტენიდნენ შუშას, რომელიც გაბზარული მქონდა. E-bay -ზე ვიყიდე ზბორში ბუდიან ნათურებიანად 18$. პ.ს. ამ Hornet-ზე მიდის Suzuki GS500-ის ფარი პირდაპირ, გადაკეთებების გარეშე და იცოდეთ!
8. ჩამხშობის 4 ცალი სპილენძის პრაკლადკა. (იჭყლიტება ფორმაზე და მეორედ კარგად ვერ ჩასვამთ, ჯობს ახალი დააყენოთ)
9. „სცეპლენიის“ და მუხრუჭის custom სახელურები - ძალიან უხდება
10. ნათურები სპიდომეტრისთვის..
11. და ა.შ...
მოკლედ შევუდექი ძირითადი პრობლემის მოგვარებას და ვხედავ შემდეგს:
გალოვკის პრაკლადკა. ჩემი ეჭვები ლაკთან დაკავშირებით გამართლდა, ასევე ანტიფრიზი შევიდა რეაქციაში და სურათზე ხედავთ რაც ხდება:

მოგეხსენებათ ძრავი მუშაობისას იკეთებს გნინას დამწვარი ზეთის და საწვავის ხარჯზე, რომელიც ეფინება დგუშის ზედაპირს, კლაპნებს და სხვა დეტალებს. თუ როდისმე დაგჭირდებათ მსგავსი სამუშაო - გამოიყენეთ ტექნიკური აცეტონის და ბენზინის ნაზავი (აცეტონი დიდი ოდენობით). ვერც მარტო ბენზინმა და ვერც კარბურატორის საწმენდმა ხსნარმა ვერ იმუშავა ასე ეფექტურად როგორც ამ კომბინაციამ. (სამწუხაროდ რა დამხვდა შიგნით მაგის სურათი არ მაქვს..

კლაპნებიც 1 კვირით მოვათავსე ამ ხსნარში და ახალივით ბზინავდა. (ამდენი ხანი არ სჭირდება, დამრჩა უბრალოდ

)
უამრავი საწმენდი ჩხირი და ჯაგრისი შეეწირა მიმხმარი ლაკის, ჭუჭყის და ნამწვავის მოშორებას ზედაპირიდან, რომელიც ასევე ზემოთაღნიშნული ხსნარით მოვახერხე.
ვინმეს ნერვები თუ გიმტყუნებთ, შკურკა არ გამოიყენოთ არავითარ შემთხვევაში, რამეს დააზიანებთ. ეს არის ძალიან მშვიდი და ნელი-პედანტური სამუშაო.
შუაში დრო ვიხელთე და კარბურიატორი დავშალე, მოვხსენი ჯეტები, გავწმინდე და ისევ ავაწყე. რეზერვუარში ცოტა ქვიშა/მარილები დამხვდა და მოვაშორე. (აქ სპეციალური კარბურატორის ხსნარით ვმუშაობთ).

ცნობილი ფაქტია, რომ CB600 / CBR600 –ზე ძრავის ცეპის დამჭიმები სუსტდება და ხმას იკიდებს. დაშალეთ, შიგნით არსებული ზამბარა 2-3 ბრუნით დაჭიმვაზე გადაატრიალეთ და დაჭიმულ მდგომარეობაში ააწყეთ უკან ყველა დეტალი (ცოტა დამუღამება უნდა და გამოგივათ) იმუშავებს კიდევ ძალიან დიდხანს. გაწყვეტის პრეცენდენტი არ ყოფილა ჯერ თუკი პირველად აკეთებთ.
მოკლედ ეტაპობრივად მივიწევდი წინ და honda -ს manual -ი რომ არ ვთარგმნო ფორუმზე, გეტყვით რომ ყველა წინადადება ზედმიწვნით შევასრულე. ახალი შაიბებიც კი დავაყენე იქ სადაც მითითებული იყო, სხვაზე არაფერი რომ ვთქვათ...
ვალა..

2 დღე ვიარე და ჩემი ბედნიერება კვლავ ხანმოკლე აღმოჩნდა. ყველაფერი იდეალურად მუშაობს, მაგრამ კვლავ ზეთი რადიატორში, მცირე მაგრამ მაინც (იქამდე არაერთხელ გამოვრეცხე სისტემა).
????........*(&%^*&^%$&%$!
ბრიტანულ ფორუმს თუ ვენდობით, მრუდე გალოვკა აან პრაკლადკა. ჩემი აზრით გამორიცხულია... გავზომე სწორია, პრაკლადკა ორიგინალი და ახალი, ბოლტების გადაჭერა მანუალის მიხედვით.
ვისაც იგივე პრობლემა გაქვთ, სანამ ძრავს შეუვარდებით წელში, შეამოწმეთ ზეთის გამაგრილებელი რადიატორი (ზეთის ფილტრის გვერძეა), რომელიც ვიღაც დედა(*&%*&%^ წყლის ჩანთაში მოათავსა დაპროექტების დროს.

ვიწერ ახალ ნაწილებს: ბოლტები, შაიბები, რეზინის სეპარატორები, პრაკლადკები, რეზინა-მიმწვარი ფოლადის კოლარები (არ ეცადოთ გაშკურკვა, ისედაც თხელია და მაინც გააპარებს ზეთს) და ა.შ.

..ასევე წყლის პომპაც გამოვიწერე.
ლეგენდა არსებობს, რომ შესაძლოა წყლის პომპას გადაქონდეს ზეთი რადიატორში. ეს ადვილი შესამოწმებელია, სანამ ზეთი პომპის ტურბინასთან მოხვდება და შეერევა წყალს გადის გზას, რომელსაც 2 ნახვრეტი აქვს (ერთი ზემოთ, ერთიც ქვემოთ) და ამ შემთხვევაში, სიჩქარის გადამრთველი პედლის ქვემოთ უნდა დაგხვდეთ ზეთის წვეთები ან გუბე (ცხელ ძრავზე). თუ პომპა ქვემოდან მშრაია, მაშინ არაფერი არ სჭირს.
მე ვცვლი, რადგან პომპის ფრთებს მცირე კოროზია აღმოაჩნდა და მაინც ვერ მოვისვენებ..

..არაერთხელ მიფიქრია, რომ გამომეყვანა ფარეხიდან და დამეწვა ეზოში. Youtube -ზე ვიდეოსაც ავტვირთავდი, მაგრამ მგონი ამდენი შრომა წყალში ჩასაყრელად არ ღირს.
ეხლა ველოდები ნაწილების ჩამოსვლას და დიდი იმედი მაქვს გაზაფხულისთვის მოვიხოდებით. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან მძიმე პერიოდი გამოვიარე, მაინც საინტერესო იყო მოტოსთან მუშაობა. ჩემი თეორიული ცოდნა პრაქტიკით გავამყარე და საკმაოდ დიდი გამოცდილებაც მივიღე.
წარმატებეს გისურვებთ, იმუშავეთ სისუფთავეში, აუღელვებლად და იკითხეთ service manual -ები!