medame333
მასე გამოდის.
Narcolepticgigagiეს გამანაწიელებელი ჩამოვიტანე ამაზონიდან. მეც ვერ ვიშოვე აქ.. აი ლინკი
http://www.amazon.com/gp/product/B00KZJYPF...0?ie=UTF8&psc=1სამაგრები და შლანგები ქავთარაძის ბაზრობაზე.
სამაგრები 20ცალი: 1 ლარი.
გამჭვირვალე შლანგები კვეთა 5მმ, 4 ცალი - თითო 2მ სიგრძის: 4 ლარი
ფიცარი სახლის რემონტიდან დამრჩა

პ.ს. ამ ხელსაწყოს 4 ვე შლანგს თუ შეაერთებთ და დაქოქავთ მოტოს, ვერ მოასწრებთ რეგულირებას და მანამდე მოგიწევთ ძრავის გათიშვა. ბევრი წვალების შემდეგ დავამუღამე და ასეთი რაღაც ვქენი: ჯერ აერთებთ 3 და 4 ცილინდრებს მხოლოდ. ვინაიდან ჩემს მოტოზე 3 -ე კარბურატორი ბაზისურია და ყველა დანარჩენი მასთან მიმართებაში რეგულირდება, არეგულირებთ 4-ეს 3 -თან მიმართებაში. დონეები რომ გასწორდება ანებებთ თავს. (ხო მართლა 1 და 2 -ს შლანგები ამ დროს გადასკოჩილი გაქვთ რომ ჰაერი არ შეიპაროს, თორემ ისე ამოწოვს სითხეს 3და 4-ე რომ ვერაფერს ვერ მოასწრებთ
ამის შემდეგ აზაგლუშკებთ 3-ე და 4-ე შლანგებს ხელსაწყოზე და აკეთებთ იგივეს 1-2 ცილინდრებზე. აქაც რომ გასწორდება დონეები გამოდის რომ 1-2 წყვილი და 3-4 მეორე წყვილი გაქვთ აცდენაში ერთმანეთთან რაც უკვე ცენტრალური ვინტის ტრიალით რეგულირდება 4-ვე შლანგ შეერთებულზე.
მგონი გასაგებად ავხსენი
..ხოდა აწყობაზე ამდენი რომ არ იჩალიჩოთ შემიძლია გათხოვოთ ორივეს აწყობილი, ოღონდ არ გააუბედუროთ და მერე დამიბრუნეთ
ეჰ, 2 ცილინდრიანი რომ ყოფილიყო უბრალოდ შლანგს მოვკეცავდი და ეგ იქნებოდა ..
E30 M3ფილტრი შევუკვეთე. პ.ს. 2 ცალი ჩამოვიდა და ორივეს მოგცემ თუ გინდა (მეორე სულ ახალია)
ძრავთან ახლოს არ დააყენო თორემ შიგნიდან დნება
* * *
ჩვენი თანაფორუმელის კითხვას ვაფაბლიქებ.
კითხვა:რა მაინტერესებს თვითონ კარბურატორზე როგორ ერთდება? ეგ თავები სად იშოვე?
პასუხი:კარბურატორზე არ ერთდება, შემშვებ კოლექტორზე 4-ვეზე აქვს პატარა "ძუძუკები"
1- ზე დაზაგლუშკებულია ბოლტით 5მმ. ავიღე სხვა გრძელი 5მმ ბოლტი, მოვაჭერი თავი და ეს რეზბიანი ღერო მივიტანე ტოკართან, რომელმაც 2.5მმ ნახვრეტი გაუკეთა. მერე წამოვიღე და გაიკა მორგებული ჩავხრახნე თავის ადგეილზე ისე რომ გარეთ გამოეყო 1 სმ სიგრძის ნაწილი, რაზეც შლანგს ვაერთებ ხოლმე. ეხლა დაზაგლუშკებული მაქვს ბოლტდაჭერილი პატარა შლანგით.
2-ზე ისედაც შლანგია შეერთებული, რომელიც ბაკთან მიდის და მაგაზე გადააერთე პირდაპირ.
3-ზეც შლანგია მიერთებული რომელიც ვაკუუმ-სარქველიდან მოდის (აბრატნი დაუწვავი გამონაბოლქვის მოდულიდან მოდის) ეს შლანგი ან ჩახსენი ან გაჭერი (მე ასე ვქენი) და ისე დააერთე სინქრონიზატორს. როცა აღარ დაგჭირდება ჩუპა-ჩუპსის ჯოხით გადააერთე გადაჭრილ მეორე ნახევართან smile.gif
4-ზე შლანგი არ არის, მაგრამ ძუძუკა აქვს დაზაგლუშკებული ქარხნულად. ზაგლუშკა მოვხსენი შლანგი დავაერთე და მარჯვენა მხარეს სცეპლენიის ტროსამდე გამოვიყვანე - მომავალში კარბურატორის მოხსნა რომ აღარ დამჭირდეს და ეხლა დაზაგლუშკებული მაქვს ეგეც.
პირველი ცილინდრის შემშვების ბოლტი (გახვრეტილი)