მეგობრებო, მოგესალმებით: )
კითხვა მაქვს და გამიხარდება თუ დამეხმარებით.
მოკლედ დღეს პირველად მეჯდა მგზავრი და მგონი არასწორად ვაკეთებთ რაღაცას. დაძვრა-გაჩერება გასაგებია რომ ნელა უნდა ვაკეთო და საერთოდაც ყველაფერი უფრო შენელებულია, მაგრამ გაჩერების დროს მგზავრი მაწვება ზურგზე და 2ჯერ მეტი წონის დაძლევა მიწევს. მგზავრს ზოგადად ხელები წელზე აქვს შემოხვეული.
ხოდა ეხლა მითხარით სწორი როგორ არის და როგორ უნდა ვქნათ ისე რომ ხელები ძალიან არ დამეღალოს და მგზავრობაც უსაფრთხო იყოს შესაბამისად :
ზოგიერთ ვიდეოს რომ ვუყურე, ბაკზე უდევთ ხელები და წელზე შემოხვეული არ არის, ზოგანაც პირიქით. ჩოპერებზე ვაბშე მისაყუდებელი აქვთ და ჩემსაზეც ხომ არ დავაყენო