ჰარლი ზოგადად ძვირი სიამოვნებაა, როგორც გითხრეს... ჯერ თვითონ მოტო არაა იაფი, პლიუს მერე სერვისი... ელემენტარულ სერვისზეც კი კონკრეტულ მოდელს კონკრეტული ნომერი კლუჩი ჭირდება, რაზეც მხოლოდ ოფიციალურ დილერებს აქვთ წვდომა და ეგეთი დილერები საქართველოში არ არსებობენ... ("სამაძელკა" კლუჩებით ვინც სერვისს უტარებს აქ, მაგათზე არ ვიძახი არაფერს, ეგ ცალკე თემაა)... ჰარლის პროფესიონალურ სერვისის დონეზე აქ ვერ შეინახავ ანუ...
თუმცა არსებობენ იაპონური ვარიანტები, როგორებიცაა მაგალითად ჰონდა შედოუ, იამაჰა ვ-სტარ, იამაჰა ბოლტი, სუზუკი ბულვარი და ძმანი მისნი, რომლებიც თვითონაც იაფი ღირს და სერვისიც მარტივი და ნაკლებადჩახლართულია, თან ბევრად გამძლეები ჰარლისთან შედარებით (მთლად ვორიორსაც არ ვგულისხმობ, რომელსაც ალუმინის რამა აქვს და იფშვნება ზედ წიხლის მირტყმისას)...
მოკლედ, ჯერ ფასი დაწერო ჯობია, რა ფასში გინდა ჩაჯდე და იმის მიხედვით უფრო გაადვილდება მერე რჩევის მოცემა
აგია ცხოვრება სიმონ???...