ესეიგი რა ხდება თანაფორუმელებო
დილემის წინაშე ვარ kawasaki ninja 250r ან suzuki gsxr600 k4-k5 ვაფშე პრიჩომ შედარებაა,მაგრამ აგიხსნით რატომ. პრობლემა არის ის რო ტარების გარტყმაში არ ვარ, არ მიტარებია არასდროს. დამწყებისთვის ვიცი რო ნინძა 250 იდეალური ვარიანტია (ნაკლები რისკი და მეტი უსაფრთხოება) მაგრამ ისიც გამიგია რო 250 ცც 1-2 თვეში "გატრუხებიათ" და უკვე 600ზე გადამჯდარან. ანუ რო ვიყიდო და 1-2 თვეში მომბეზრდა გაყიდვით ადვილად ვერ გავყიდი და უნდა შემრჩეს კაი ხანი. და რაც შეეხება gixxer-ს 600ცც ზოგის აზრით დამწყებისთვის თვითმკვლელობის ტოლფასია და ზოგის აზრით კიდე თუ თავს აკონტროლებ, თავიდან ნელა ივლი და ნელნელა დაამუღამებ. მე პირადად Gixxer ძააალიან მომწონს კი არა მიყვარს

ხოდა თქვენ რას ფიქრობთ რა ვქნა როგორ მოვიქცე?
პ.ს. რამოდენიმე კითხვა აქვე
1. მოტოს ყიდვა აქ ჯობს თუ ჩამოყვანით (ფასში სხვაობა დიდია? )
2. 2008-2009 წლის ნინძა რა ჯდება დაახლოებით . ძალიან მაგარ მდგომარებოაში რო იყოს
3. და suzuki-ის ფასი რა იქნება 2004-2005 წლიანის 25k-მდე გარბენით
