ალბათ უფრო ფინანსური მდგომარეობის საკითხია, თუ 1 ბაიკის ყოლას აპირებ, მაშინ უფრო გიწევს მსგავსი არჩევანის გაკეთება
თუ ჯიბე ხელს გიწყობს, ორივეს იყოლიებ და კიდევ სხვა კლასებსაც
√‼‼VσÜ¥ გამარჯობა
შენი დადებული 2 მოდელიდან, მე აგუსტას ავირჩევდი, რამოდენიმე მიზეზის გამო

1. ისეთი ფასის დიაპაზონს განიხილავ რომ ფინანსურად კარგად უნდა იყო (ღმერთმა მეტი მოგცეს

)
ძალიან "პეროიანი" ბრენდია და შენახვა ნამდვილად არ დაჯდება იაფი და თუ ფული გაქვს, რა პრობლემაა? სამაგიეროდ, ქალაქს ახალ ხილს შემატებ

მე საქართველოში არ მინდახავს აგუსტა.
2. განსხვავებულია, ძალიან განსხვავებული... ნინძებს უკვდავი რეპუტაცია აქვთ, ბორშივითაა, ვიტამინებით სავსე და სასარგებლო, მაგრამ ყოველდღე ბორშის ჭამის დედაც მოვდღან
თუ საშუალება გაქვს, სხვა რამეც უნდა ჭამო

ZX10 აქაც ბევრს ჰყავს, ბოლო-ბოლო სთხოვ ვინმეს და გასინჯავ რაც არის

აი აგუსტას კი ვერ გასინჯავ.
რახან სხვა რამეებსაც განიხილავ, მაგრამ სპორტიდან სტრიტზე გადაგაქვს აქცენტი და პირიქით, მაშინ ჯერ ვერ ჩამოყალიბებულხარ
და სავარაუდოდ გამოცდილებაც არ გაქვს სფეროსი (ან მინიმალური გაქვს)
ალბათ ორივე კლასზე უნდა დაჯდე და გაიკატავო, 15 წუთით კი არა, რამოდენიმე საათი მაინც და მიხვდე სხვაობას.
ისე არ არის, სპორტი ჯობდეს სტრიტს ან პირიქით, აბსოლუტურად განსხვავებული არქიტექტურის კლასებია და სხვადასხვა დანიშნულება აქვთ.
ხო და, თუ გამოცდილება საშუალოსთან მიახლოებული მაინც არ გაქვს, მოერიდე მაგ არჩევანს რაც ზემოთ დადე

200 ცხენამდე ძრავიანი ბაიკებია და ან შენ დაგტანჯავს და ან პირიქით.
წარმატებები ყველა ვარიანტში, კარგი ბაიკები გყავს განხილვაში
* * *
მაინც ორივე ძაან განსხვავებულია, MT09 ძალიან კომპაქტურია, უფრო მსუბუქი და ხასიათითაც ხულიგანი
დაჩაგვრებს რაც შეეხება

ქალაქში ყველას და ყველაფერს დაჩაგრავ

(ნუ, მინიმუმ ტოლს არ დაუდებ)
ტრასაზე სპორტებს ვერ დაჩაგრავ, ამაზე 200 კმ/სთ სიჩქარეზე იმდენად ამაზრზენად იგრძნობ თავს, რომ ...
MT10 გაცილებით დინჯი ტიპია, გაბარიტებითაც უფრო დიდია, ძრავიც და რამაც R1-ის აქვს, უბრალოდ naked სტრიტი ააწყვეს მაგ ყველაფრისგან.
რეალურად, ორივე მაგარი ველური ბაიკია
და მაინც, უნდა გაიგო რა გინდა, ან სტრიტი, ან სპორტი
This post has been edited by ავაზაკი on 23 May 2020, 12:28