გამარჯობა
მეც მაწუხებს ეგ თემა. გადაწყვეტილი მაქვს ახლო მომავალში მოტოციკლის შეძენა, მაგრამ ფაქტის წინაშე რომ დავდგები,
არ ვიცი სად წავიყვანო ან ვის მივმართო შესამოწმებლად. საახლობლოშიც არავინ მყავს მცოდნე.
დაგვაკვალიანეთ ახალბედები და მომავლები - რას მივაქციოთ ყურადღება, რა გავითვალისწინოთ, ვისთან მივიყვანოთ შესამოწმებლად.
რა ფრაზებს ვენდოთ და რას არა, ან თავად, მინიმალური ცოდნით რა დავუთვალიეროთ.
რომ მითხრათ - "სცეპლენიას" რომ მოუჭერ არ უნდა ხმაურობდეს ძაანო, ვერ გამოვიყენებ მაგ დარიგებას, არ ვიცი როგორია მოტოციკლზე "სცეპლენიის" ხმაური

(ეს ისე, უხეში მაგალითი მოვიყვანე)
დაგვეხმარეთ ბიჭებო, ფრაერებმა შეცდომები და ზედმეტი ხარჯები ავირიდოთ თავიდან